in

SpaceX-ის რაკეტებით შთაგონებული კალამი Nominal

veon
veon

ლონდონურმა დიზაინ სტუდიამ Mercator, რომელიც 20 წელია კალმების შექმნითაა დაკავებული, SpaceX-ის რაკეტებით, მათ შორის, ისტორიული რაკეტა Falcon 9-ის შთაგონებით ახალი პროდუქტი შექმნა. ეს არის კალამი Nominal, რომელსაც, სიმბოლურად, გრავიტაციის არ არსებობის პირობებშიც, ანუ კოსმოსშიც შეუძლია წეროს. Falcon 9 კი არის პირველი მრავალჯერადი რაკეტა მატარებელი, რომელიც კოსმოსის ათვისების ახალ პერსპექტივებს უდევს საფუძვლად. 2020 წლის 30 მაისს კი სწორედ მისი დახმარებით, პირველად ისტორიაში, კერძო კომპანიამ ასტრონავტები კოსმოსში გაიყვანა. Mercator-ის თქმით, სწორედ ამ ისტორიულ ფაქტს გამოეხმაურნენ ისინი ახალი კალმის შექმნით.

Nominal-ს სპეციალური სადგამი აქვს, რომელიც მას რაკეტის დიზაინთან აახლოვებს. ეს იმ ოთხფეხა სადგამის გამეორებაა, რომლითაც Falcon 9 დედამიწაზე დაბრუნებისას, ოკეანეში განთავსებულ სადგამზე ჯდება. კალმის ალუმინის კორპუსის ბოლოს კი ერთგვარ თავსახურს ვხვდებით, რომელიც ისტორიული ფრენისას, Falcon 9-ის თავზე მოთავსებულ კოსმოსურ ხომალდ Crew Dragon-ს მოგაგონებთ.

ამ ეტაპზე, Nominal Kikstarter-ზეა განთავსებული და ამ თანადაფინანსების პლატფორმაზე, მის წარმოებაში წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სავარაუდოდ, კალამს ბაზარზე მალე ვიხილავთ, რადგან ბრენდს, პროდუქტის საწარმოებლად $15,549 სჭირდებოდა, მიმდინარე მომენტისთვის კი, პლატფორმის მომხმარებლებს პროდუქტი $53,574-ით აქვთ დაფინანსებული. 

რა შემთხვევაში გვწყინს უფროსისგან მიღებული შექება

„შუშხუნა ბაკურიანი“ – სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან!