in

მალე SpaceX-ის რაკეტა მთვარეს უკონტროლოდ შეეჯახება!

მეცნიერები ბუნებრივ თანამგზავრზე კრატერების ფორმირებას დააკვირდებიან

M2

ძალიან მალე SpaceX-ის რაკეტის საფეხური, 6-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დანიშნულების ადგილს მიაღწევს და მთვარეს დიდი სიძლიერით შეეჯახება. იგი კოსმოსში, პირველად ფლორიდიდან, 2015 წელს გაგზავნეს პლანეტათაშორისი მისიის ფარგლებში.

ხომალდ Falcon 9-ის მეორე საფეხური 2015 წლის თებერვალში ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ტელესკოპის კოსმოსში ასატანად გამოიყენეს. რის შემდეგაც დედამიწაზე ჩამოვარდნის ნაცვლად, იგი პლანეტასა და მთვარეს შორის არსებულ გრავიტაციაში გაიჭედა.

ბილ გრეის, დედამიწასთან მოახლოებული ობიექტების სათვალთვალო პროექტის Project Pluto შემქმნელის, თანახმად, რაკეტა მთვარის შორეულ მხარეს 4 მარტს შეეჯახებაეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, ბუნებრივ თანამგზავრზე კრატერების ფორმირებას დააკვირდნენ, რაც ნამდვილად იშვიათ შესაძლებლობას წარმოადგენს.

გრეის თქმით, თუკი მკვლევრები შეჯახების ზუსტ ადგილს განსაზღვრავენ, შეძლებენ, ახალი მეტეორიტული კრატერი დაინახონ. სავარაუდოდ, ეს ფაქტი მთვარის ამ ნაწილის გეოლოგიის შესახებაც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. რაკეტა დაახლოებით ოთხ ტონას იწონის და მთვარეს 5800 კმ/სთ სიჩქარით შეეჯახება. შესაბამისად, სავარაუდოდ, დაკვირვებებისათვის საკმაო ზომის კრატერსაც წარმოქმნის.

მთვარეზე ცოდნის გასაღრმავებლად ეს ნამდვილად კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა სხვა მხრივ იდეალურისგან შორსაა… ჩვეულებრივ, რაკეტები იმგვარადაა შექმნილი, რომ დედამიწაზე უკან იგზავნება და ატმოსფეროში შემოსვლისას იწვის.

რა თქმა უნდა, SpaceX-მა მას შემდეგ დიდი გზა განვლო და კომპანიის რაკეტებს დაშვება უკვე შეუძლია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებასა და ახალ მიგნებებს დაველოდოთ.

ვინ თქვა ტელევიზორს აღარ ვუყურებო?

შესაძლოა, სატურნის ყინულოვან მთვარეზე სიცოცხლე იყოს