in

SpaceX სამხედრო სატელიტებს ქმნის

SpaceX-მა ახალი სატელიტური პროექტი წარადგინა, სახელწოდებით StarShield, რომელიც სამხედრო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. კონკრეტულად, თანამგზავრებს Starlink-ის ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი ფართომასშტაბიან თვალთვალში გამოიხატება, ასევე გარკვეული ტვირთვის ორბიტაზე შენახვაში.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული სიახლე ერთ ფაქტს უსვამს ხაზს — SpaceX-მა სრულად დაიმკვიდრა ადგილი აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში. უბრალოდ, საინტერესოა, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი ან რა არის მასკის მთავარი მიზანი.

ჯაშუშური თანამგზავრები

SpaceX-ს ბევრი არაფერი უთქვამს ახალი თანამგზავრების შესახებ, თუმცა მის ვებგვერდზე განთავსებული ილუსტრაცია სწორედ ერთ-ერთ თანამგზავრს წარმოადგენს. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ სატელიტს დამატებითი მაღალი სანდოობის კრიპტოგრაფიული შესაძლებლობა ექნება, რათა ინფორმაცია უსაფრთხოდ დაამუშაოს და სამხედრო ოპერაციები სრულად გასაიდუმლოებული დატოვოს.

გარდა ამისა, თანამგზავრი Starlink-ის ქსელს „სატელიტთაშორისი ლაზერული კომუნიკაციით“ დაუკავშირდება.

ამ დროისთვის პროექტის ყველაზე შორსმიმავალი მნიშვნელობა, ალბათ, იდეოლოგიურია. თუმცა SpaceX აჩვენებს, რომ მისი მოტივები მთვარისა და მარსის მშვიდობიან შესწავლას სცილდება.

ამ უჩვეულო შრიფტის შექმნას 28 ადამიანის სხეული დასჭირდა

სპოილერი: მომხმარებლის ქცევა ზოგჯერ რაციონალურია