in

SpaceX-მა კოსმოსურ სადგურზე ჭიანჭველები, ავოკადო და რობოტული მკლავი გააგზავნა

კაფსულა Dragon ამჟამად 2 170 კგ მარაგს და ექსპერიმენტებს შეიცავს

veon
veon

კვირას, ჭიანჭველებით, ავოკადო და ადამიანის ზომის რობოტული მკლავით დატვირთული SpaceX-ის რაკეტა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაეშვა. ეს ამ დროისთვის მეორე მცდელობა იყო, შაბათის მცდელობა უამინდობის გამო ჩაიშალა.

რაკეტა Falcon გამთენიისას აფრინდა. კაფსულა Dragon-ის აწევის შემდეგ კი პირველი ეტაპის გამაძლიერებელი ვერტიკალურად დაეშვა SpaceX-ის უახლეს ოკეანურ პლატფორმაზე, სახელწოდებით “A Shortfall of Gravitas”.

კოსმოსური სადგურის შვიდი ასტრონავტისთვის კაფსულა Dragon ამჟამად 2 170 კგ მარაგს და ექსპერიმენტებს შეიცავს – მათ შორისაა ახალი საკვები, ავოკადო, ლიმონი და ნაყინიც კი.

სკაუტი გოგონები ასტრონავტებთან საცდელ ჭიანჭველებს, არტემიას და მცენარეებს აგზავნიან. ხოლო ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მეცნიერები  პატარა ყვავილოვანი მცენარის თესლს აგზავნიან, რომელიც გენეტიკურ კვლევაში გამოიყენება.

ამავდროულად, იაპონური სტარტაპ კომპანიის ექსპერიმენტული რობოტული ხელი ორბიტალური დებიუტის დროს ნაწილების გადახვევას და სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულებას შეეცდება, რომლებსაც ჩვეულებრივ ასტრონავტები ართმევენ თავს. პირველი ტესტები კოსმოსური სადგურის შიგნით ჩატარდება.

“მომავალი რობოტის მოდელები, სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად, კოსმოსური სივრცის ვაკუუმში დაიტესტება” – ამბობს ტექნიკური დირექტორი ტოიტაკა კოზუკი. მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2025 წლისთის ამ მოწყობილობას მთვარის ბაზების მშენებლობასა და ძვირფასი რესურსების მოპოვებაში შეეძლება მონაწილეობის მიღება.

ამ ყველაფრის პარალელურად, COVID-19-თან დაკავშირებული შეფერხებების გამო SpaceX იძულებული გახდა, ზოგიერთი ექსპერიმენტი კვლავ აქ – დედამიწაზე დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს კოსმოსური შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ NASA-მ SpaceX-ს და სხვა ამერიკულ კომპანიებს სთხოვა, ტვირთი და ეკიპაჟის კოსმოსურ სადგურამდე ტრანსპორტირებაზე ეზრუნათ.

5 ავტომობილი ყველაზე კომფორტული სავარძლებით

როგორი იქნებოდა ისტორიაში ცნობილი დედოფლების პოსტები Instagram-ზე?