ამერიკის კოსმოსური ხომალდი, რომელიც მთვარეზე დაშვებას ისახავს მიზნად, გუშინ დილით ფლორიდის Kennedy Space Center-იდან გაფრინდა. ეს კი მეორე მცდელობაა წელს მას შემდეგ, რაც პირველი მარცხით დასრულდა. Intuitive Machines იმედოვნებს, რომ IM-1-ის მისიით პირველი არასამთავრობო ერთეული გახდება, რომელიც მთვარის ზედაპირზე პირველ ამერიკულ რობოტს დასვამს აპოლოს მისიებიდან 5 ათწლეულის შემდგომ.
Odysseus, ანუ ექვსკუთხა ფორმის მქონე Nova-C ლენდერი, SpaceX Falcon 9-ის რაკეტის თავზე ჩვენი დროით დილის 10 საათზე მოექცა. მართალია, გაშვება ოთხშაბათს უნდა ყოფილიყო, მაგრამ SpaceX-მა უჩვეულო ტემპერატურა დაადგინა, როცა საწვავის ავზის შევსებას ცდილობდა, ამიტომ გაშვება 1 დღით გადაიდო. აი, უკვე ხუთშაბათს კი ნასამ შემდეგი ამბავი გვამცნო:
„დადასტურებულია: Nova-C-ს ლენდერი გამოეყო და აგრძელებს თავის მოგზაურობას მთვარისკენ“.
აღსანიშნავია, რომ ლენდერს ე. წ. სუპერ გაციებული თხევადი მეთანისა და ჟანგბადის ძრავა აქვს, რაც მას დანიშნულების ადგილზე სწრაფად მისვლის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, თავიდან აცილებს დედამიწის ირგვლივ არსებულ Van Allen belt-ის მაღალი რადიაციის მქონე რეგიონში დიდხანს გაჩერებას… მიუხედავად დაყოვნებისა, ხომალდი თავისი დაშვების ადგილს Malapert A-ს 22 თებერვლისთვის მიაღწევს.
NASA იმედოვნებს, რომ იქ დიდი ხანი გაჩერდება და მოიპოვებს ყინულს როგორც სასმელი წყლისთვის, ისე რაკეტის საწვავისთვის Artemis-ის მთვარისა და მარსის პროგრამის ფარგლებში. Intuitive Machines-ს კი 118 მილიონი დოლარი გადაუხადეს, რათა თავიანთი სამეცნიერო ტექნიკა გაეგზავნათ კოსმოსში, ხოლო მათ შორის პირველი დანიშნულების ადგილს 2026-ს მიაღწევს.
როგორც ვიგებთ, Odysseus მთვარეზე დაშვების შემდეგ იქ დაახლოებით 7 დღეს დაყოფს მანამ, სანამ სამხრეთ პოლუსზე მთვარის ღამეები დაიწყება და მას უფუნქციოს გახდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებული მთვარის მისია მხოლოდ ხუთ სახელმწიფოს ჰქონდა: პირველი საბჭოთა კავშირი იყო, შემდგომ აშშ, რომელმაც ზედაპირზე ადამიანებიც გადაიყვანა. ამას მოსდევს ჩინეთი, რომელიც 2013 წლის შემდეგ სამჯერ დაეშვა, შემდეგ ინდოეთი 2023 წელს და ბოლოს იაპონია. რაც შეეხება Intuitive Machines, როგორც უკვე გითხარით, ერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ახლა მეორე გაშვება შეასრულა და წელს კიდევ ორს გეგმავს… ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, განვითარებულ მოვლენებს დედამიწიდან ვადევნოთ თვალი.