in

Spalding – საკულტო ბრენდი, რომელმაც ბეისბოლისა და კალათბურთის ისტორია დაწერა

Spalding – ეს სახელი, დღესდღეობით, საკულტო სპორტულ აქსესუარებს უკავშირდება. ბრენდი, რომელსაც მდიდარი ისტორია გამოარჩევს, დიდი პოპულარობით სარგებლობს და საუკუნოვან მემკვიდრეობას აერთიანებს. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Spalding-ზე მოგიყვებით.

ბრენდი 1876 წელს შექმნა ბეისბოლის ვარსკვლავმა ალბერტ სპალდინგმა ჩიკაგოში. ალბერტ გუდვილ სპალდინგი არ იყო მხოლოდ სპორტული პროდუქტების მწარმოებელი. ის გახლავთ საკვანძო ფიგურა პროფესიონალური ბეისბოლის ადრეული წლების ჩამოყალიბებაში. საზრიანი ბიზნესმენი, რომელმაც თავისი გატაცება გრძელვადიან მემკვიდრეობად აქცია. ბეისბოლის ნიჭი პატარა ასაკიდანვე აღმოაჩნდა. 1971 წელს, Boston Red Stockings-ს შეუერთდა და გამორჩეული თამაშით დაამახსოვრა მაყურებელს თავი. 1878 წელს, მან თამაშს თავი დაანება, თუმცა დიდი წვლილი მიუძღვის National League-ის დაფუძნებასა და განვითარებაში.

Spalding ბეისბოლის აღჭურვილობაზე იყო ორიენტირებული. 100 წლის განმავლობაში, ის იქცა ბეისბოლის National League-ის ოფიციალურ ბურთად. 1877 წელს, Spalding-მა ბეისბოლის ხელთათმანი გამოიგონა და ამით თამაშის მიმდინარეობა სამუდამოდ შეცვალა. წარმოება სწრაფად გაიზარდა – გადავიდა ჯოხებისა და ფორმების შექმნაზე, შემდეგ სხვა სპორტული მიმდინარეობების აღჭურვილობაზე გადაერთო, როგორიცაა ფეხბურთი და გოლფი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დადგომამდე, გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბების პროცესში, მაღაზიები ევროპასა და ავსტრალიაში გახსნა.

კალათბურთის პირველი ბურთი ბრენდმა 1894 წელს შექმნა და თითქმის 1 საუკუნე დასჭირდა, რომ Spalding NBA-ის ოფიციალურ ბურთად ეღიარებინათ, 1983 წელს.

ბრენდი განაგრძობდა ინოვაციებზე მუშაობას. 1930-იან წლებში შექმნა გოლფის ბურთი, რომელსაც თხევადი შიგთავსი ჰქონდა, შემდეგ, 1960-იანებში ორმაგი პერფორმანსის გოლფის ბურთი შემოიტანა ბაზარზე, 1990-იანებში კი ტყავის ბურთი კალათბურთისთვის.

სპორტულ სამოსსა და ფეხსაცმელზე მუშაობისას, ბრენდის პოპულარიზაციაში მაიკლ ჯორდანი და შაკილ ო’ნილი ჩართო.

საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, Spalding-მა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი. 2006 წელს, ის Russell Athletic-მ შეიძინა და კალათბურთისა და ბეისბოლისკენ მიმართა ძირითადი კონცენტრაცია. ბრენდმა შეინარჩუნა პროფესიონალურ ლიგებთან და გუნდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა NBA და MLB. Spalding-მა მთავარი ყურადღება ინოვაციებისკენ მიმართა და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია NEVERFLAT® ტექნოლოგიის შემუშავებაში.

ბრენდი კვლავაც განაგრძობს დამოუკიდებლად ოპერირებასა და ხარისხიანი პროდუქტების შექმნას.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

Gemini VS ChatGPT — ავთანდილ მღებრიშვილის მოსაზრება

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა