in

Spam სისტემა ქართულად

თუ დღეში რამდენჯერმე , დაჟინებით, მაღაზიიდან დაწყებული საჯარო უწყებით დამთავრებული, სპეციალური ფასდაკლების ან სერვისის შესახებ გამცნობენ, ნუ შეშინდებით, ეს Spam -ია თანაც, ქართულად.

block_sms_spam_filter_message_how_angry_mobile_phone

Spam  ელექტრონული გზავნილების სისტემაა, რომლითაც  გარკვეული რაოდენობის, ძირითადად სარეკლამო ინფორმაცია, იგზავნება აბონენტებთან. მარკეტინგული კომუნიკაციის ეს ერთ-ერთი საშუალება დასავლეთში 1990-იანი წლებიდან გახდა პოპულარული:  ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ინტერნეტ პორტალები და მობილური ტელეფონები   Spam -ის ძირითადი არეალია. 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 7 ტრილიონი Spam შეტყობინება გაიგზავნა.
საქართველოში ბოლოს დროს აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ პორტალებზე ასეთი შეტყობინებები. თუმცა, განსაკუთრებით პოპულარული სმს Spam -ია, რომელიც მსოფლიოში 2000 წლიდან, ჩვენთან კი 4-5 წელია აქტიურია.  თქვენ შეიძლება დღეში რამდენიმე სმს შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სხვადასხვა აქციის, სერვისისა თუ ფასდაკლების შესახებ გამცნობთ. ხშირ შემთხვევაში არავინ „უყურებს“ განეკუთვნებით თუ არა შემოთავაზებული პროდუქტის სამიზნე აუდიტორიას და კიდევ უფრო ხშირად ეს ხდება თანხმობის გარეშე გამოიყენონ თქვენი საკონტაქტო ინფორმცია, თუნდაც, ერთი შეხედვით  უწყინარი Spam შეტყობინების გამოსაგზავნად.
როგორ და ვინ შეიძლება გამოიყენოს კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები?  ამას საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ არეგულირებს.
1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები.
2. მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.
3. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი მონაცემი. განმარტებულია კანონის მერვე მუხლში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ კომპანია, რომელიც რეკლამას აგზავნის,  იმ შემთხვევაში მოქმედებს მართლზომიერად  თუ ტელეფონის ნომერს მოიპოვებს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან, ნებისმიერი სხვა გზით ინფორმაციის მოპოვება დაუშვებელია მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე. მისი თქმით, თუ სხვა კანონით გათვალისწინებული პუნქტები დაცულია, ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის  მანამ, სანამ თავად აბონენტი არ მოითხოვს ამ ინფორმაციის გამოყენებაზე უარს. თუ ნებართვა არ მიგიციათ, მაგრამ თქვენი პირადი მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაა მოპოვებული, Spam -ის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა თავად მიმართოთ „გამომგზავნს“ და განაცხადოთ მის გამოყენებაზე უარი.

P. S. ელექტორნული გზავნილების სისტემას Spam  ბრიტანული იუმორისტული შოუს Monthy Python – ის ერთ-ერთი სკეჩის გამო დაერქვა. ბარში ორ კლიენტს სურს საუზმე შეარჩიოს. მენიუში  ყველა კერძი Spam  -ითაა (სასაუზმე ხორცი) მომზადებული. 132-ჯერ შეთავაზებული ინგრედიენტი, საბოლოოდ კლიენთა „მრისხანებას“ იწვევს . I do not like Spam – ასე სრულდება საუზმის შერჩევის მცდელობა.
თუ არც თქვენ მოგწონთ Spam , გამოსავალი ისაა, რომ მოითხოვოთ აღარ გამოიყენონ თქვენი პირადი მონაცემები. მანამდე თქვენს ტელეფონზე დღის მანძილზე მოსული 5, 10 და თუნდაც 20 ტექსტური შეტყობინება, სხვადასხვა შეთავაზებით, მართლზომიერად ითვლება.

პორტფოლიო

Behance Portfolio Review Tbilisi -დან დიზაინერი ნიკა კუმბარით Google დაინტერესდა

თათული ღვინიაშვილი– „მაგთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი