საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელი „სპარი“ საქართველოში არსებობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და მომხმარებელს 10 წლის წინანდელ ფასებს სთავაზობს.
30 სექტემბრის ჩათვლით სპარის მაღაზიათა ქსელში რჩეულ პროდუქციაზე მომხმარებელს დახვდება 10 წლის წინანდელი ფასები და მრავალფეროვანი აქციები.
საქართველოს ბანკთან კოლაბორაციით, მომხმარებელს PLUS ბარათით მინიმუმ 30 ლარის გადახდის შემთხვევაში დაერიცხება 10-ჯერ მეტი PLUS ქულა, ხოლო PLUS ქულებით გადახდის შემთხვევაში კი PLUS ქულებზე მიიღებს 20% ფასდაკლებას.
სპარი ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და დღეს უმსხვილეს ლიდერ სავაჭრო ქსელს წარმოადგენს. იგი პოზიციონირდება, როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და მომხმარებელთა საბაზისო, თუ ლოკალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.
სპარი ბაზარზე ოპერირებს, როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორი მაღაზიებით, რაც ჯამში 1170 მაღაზიას მოიცავს და უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე. ამჟამად კომპანიას 8500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული რითეილ სექტორში.
სპარი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს ევროპული პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს. სხვადასხვა ექსკლუზიური ბრენდის, SPAR ბრენდით წარმოებული პროდუქტებისა და ქვებრენდების ფართო ასორტიმენტს. ასევე, ყოველთვიურად მომხმარებლებს 500-ზე მეტ პროდუქტზე სააქციო ფასდაკლებებს სთავაზობს.
[პარტნიორის კონტენტი]