თბილისში სუპერმარკეტების ქსელის ,,სპარის“ პირველი, ყოველწლიურ კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებაზე, საქართველოს გარდა, 12 ქვეყნის დელეგატებმა საცალო გაყიდვებში მიმდინარე გლობალური ტენდენციებზე ისაუბრეს.

„ჩვენ მიზანი „სპარ საქართველოს“ რეგიონული „ფრენჩაიზორების“, ტოპ მენეჯმენტისა და კომპანიის სტრატეგიული პარტნიორებისთვის საერთაშორისო საცალო გაყიდვებში „სპარის“ გლობალური გამოცდილების გაზიარება იყო“, – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში „სპარ ინთერნეიშენალის“ საერთაშორისო საცალო და განვითარების დირექტორმა დევიდ მურიმ მსოფლიოში ბრენდის ეტაპობრივ და სწრაფ განვითარებაზე ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში „ფრენჩაიზინგის“ მოდელის შესაძლებლობებზე.
„კონფერენციაზე განიხილეს მსოფლიო და მათ შორის, საქართველოს ბაზარზე საცალო გაყიდვებში, უბნის ფორმატის მაღაზიების მიმართულებით „ფრენჩაიზინგის“ წარმატებული პროექტები. ისაუბრეს საქართველოში სპარის ბრენდის 3-წლიანი ოპერირების შედეგებსა და სამომავლო განვითარების გეგმებზე“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ კი, „სპარის“ მე-100 მაღაზია (კარტოზიას #10, თბილისი) გაიხსნა.
„სპარი“ ადგილობრივ ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რეგიონული განვითარების გეგმით, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოში „სპარის“ 263 მაღაზია იქნება.
[R]












