in

„SPAR საქართველოს“ სუპერმარკეტების ქსელი „დეილი გროსერი“ შეუერთდა  

ჰოლანდიური საერთაშორისო სუპერმარკეტების ქსელ „SPAR“-ს, რომელიც საქართველოს ბაზარზე „SPAR საქართველო”-ს სახელით ოპერირებს, რეგიონული ფრენჩაიზინგის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლოკალური სუპერმარკეტების ქსელი DAILY GROCERY შეუერთდა. ამჟამად „სპარი“ საქართველოში 66 მაღაზიას ფლობს და როგორც კომპანიაში ამბობენ, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 40 მაღაზიის გახსნა იგეგმება.

bog
bog-mob

„საკუთარი მაღაზიების გარდა, „სპარი“, ასევე, ხელს უწყობს ლოკალური მცირე ბიზნესის განვითარებას და ნებისმიერ მეწარმეს, რომელსაც აქვს მაღაზია ან აპირებს ამ საქმის დაწყებას, „სპარის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებას სთავაზობს. საქართველოში „სპარის“ მაღაზიები არის ყველაზე დიდ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, სამტრედია, და რუსთავი.  აქედან  6 რეგიონული ფრენჩაიზერია“.

„სპარის“ მენეჯმენტში განმარტავენ, რომ „დეილი“-ს სუპერმარკეტებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  „დეილი გროსერის“ 24 მაღაზია ფუნქციონირებს.

„მიმდინარე წლის განმავლობაში „დეილი“-ს სუპერმარკეტები ეტაპობრივად მოერგება „სპარის“ საერთაშორისო სტანდარტებს – მაღაზიებში გაფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი, დაემატება მზა კერძების წარმოება, განხორციელდება მაღაზიების სრული რებრენდინგი. ამასთან, ერთად სპართან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნება 25-მდე ახალი მაღაზია. აღსანიშნავია, რომ „დეილი“-ს ყველა თანამშრომელი „სპარის“ ტრეინინგ ცენტრში გაივლის სპეციალურ გადამზადებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  საცალო გაყიდვებში კვალიფიცირებული კადრების ფორმირებას. „დეილი“-ს შემოერთებით „სპარის“ ქსელი საქართველოში უკვე ითვლის 96 მაღაზიას და წლის ბოლომდე საქართველოში სპარის ქსელი 160 მაღაზიამდე გაიზრდება“.

[R]

„ლუტეციამ“ EISENBERG PARIS-ის ახალი სუნამოს ხაზი LES ORIENTAUX LATIN წარადგინა

ველოსიპედისტის ჩაფხუტი ორმაგი კამერით – UPDATE