in

SPAR საქართველომ 14 მაღაზია გახსნა

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდ „SPAR“-ს საქართველოში უკვე 14 მაღაზია შეემატა.  ამჟამად „სპარი“ საქართველოში 40 მაღაზიას ითვლის და კიდევ 40 მარკეტის გახსნას გეგმავს მომავალ წელს. ბრენდის მენეჯმენტში განმარტავენ, რომ 2017 „სპარისთვის“ საკმაოდ დატვირთული წელი გამოვიდა. საკუთარი მარკეტების გარდა, სპარმა რეგიონული განვითარების გეგმის ფარგლებში წელს 3 ფრენჩაიზინგის პროექტი ჩაუშვა. სპარის ბრენდის სახელით, ფრენჩაიზინგის პროექტის ფარგლებში ევროპული სტანდარტების შესაბამისი მარკეტები გაიხსნა სამტრედიასა და თბილისში.

აღსანიშნავია, რომ სპარი ყოველთვის ითვალისწინებს გლობალური ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებლებს საკუთარ მაღაზიებში ტრადიციული ვაჭრობის გარდა კაფეს სივრცეს სთავაზობს. სპარის უბნის ფორმატის მარკეტებში მომხმარებლებს შეუძლიათ წაიხემსონ, დააგემოვნონ იტალიური პიცა, კრეპი, ცხელი, ცივი კერძები. ამასთან ერთად კაფეში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი.

[R]

გემრიელი, თან საახალწლო! როგორია Starbucks-ის დეკემბრის თვის მენიუ?

Handy – ტყავისა და ხის სინთეზით შექმნილი ქართული ხელნაკეთი საათები 23 წლის მეგობრებისგან