in

AI-ს მიერ გენერირებულმა ნახატმა ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა

კოლორადოს შტატის გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი წარადგინა და პირველი ადგილის პრიზიც მოიპოვა. ნამუშევარი, სახელწოდებით Spatial Opera Theatre, ოპერის სპექტაკლიდან სამეცნიერო ფანტასტიკურ სცენას ასახავს. მის შესაქმნელად ჯეისონ ალენმა ბოლო დროის ყველაზე პოპულარული ხელსაწყო,  Midjourney AI Image Generator გამოიყენა.

BOG
BOG

აღნიშნული ინციდენტი გვიჩვენებს, თუ რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგიური განვითარება. ასევე, ამ ფაქტმა ხელახლა გააღვიძა მწვავე დებატები ხელოვნების არსის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა აქცევს მხატვარს მხატვრად.

არტისტიზმის სიკვდილი

ბუნებრივია, რომ ხელოვანები არ აღფრთოვანებულან ამ ამბით. ბევრმა მათგანმა მომხდარს სისულელეც კი უწოდა. „ჩვენ მხატვრობის სიკვდილს ვხედავთ. ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუ შემოქმედებითი საქმეებიც არ არის მანქანებისგან დაცული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაოებიც კი მოძველდება. რაღა გვექნება შემდეგ?“ — ყვიროდა ერთ-ერთი მხატვარი.

თავის მხრივ, ალენი საკუთარი პოზიციის დაცვას ცდილობდა. მისი თქმით, საკმაოდ შრომატევადი მრავალკვირიანი პროცესი გაიარა, რათა „სპეციალური მინიშნება“ მიეცა ხელოვნური ინტელექტისთვის. გამოდის, ალენისთვის ხელოვნება მხოლოდ ზუსტ სიტყვიერ ბრძანებამდე დავიდა.

„ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მილიარდერების გასამდიდრებლად და, როგორც ჩანს, ბევრი არ არის საკმარისად კარგი საზოგადოებისთვის. ხელოვნური ინტელექტის ხელოვნება სწორედ ამ უკანასკნელის ნაწილია“, — ამბობს ჩარლი ვორცელი, The Atlantic-ის ჟურნალისტი.

წვა, როგორც ზიანის მთავარი მიზეზი — რა მსგავსება არსებობს გარუჯვასა და სიგარეტის მოწევას შორის?

Audi ფორმულა 1-ში მონაწილეობას ოფიციალურად ადასტურებს