in

სპეციალურად ქართული ბაზრისთვის შექმნილი ვისკი – “უილიამ გრანტსის” ვისკის სახლისგან !

unnamed-18-9 აპრილს, თბილისის „ჰავანა კლუბში“ GD alco-მ მოაწყო საღამოების სერია, სადაც მიმდინარეობდა „უილიამ გრანტსის“ (William Grant’s & Sons) ვისკის სახლის ქვეშ გაერთიანებული შოტლანდიური ვისკის რამოდენიმე სახეობის დეგუსტაცია.

დაპატიჟებული სტუმრები ვისკის მოყვარულთა კლუბის წევრებს ვიწრო წრე გახლდათ, საღამოს კი დიდი ბრიტანეთიდან ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული სტუმარი, ბატონი ქევინ ებრუკი უძღვებოდა. ბატონი ქევინი „უილიამ გრანტსის“ სახლის ინოვაციური პროდუქტების გლობალური სპეციალისტია. მისი თქმით, ვისკის შერჩევამდე, ვისკის ექსპერტებმა საქართველში კითხვარი გამოაგზავნეს, რომლის მიხედვითაც დამზადდა სამი სხვადასხვა გემო, დადგინდა, თუ რა გემოებზეა მოთხოვნა საქართველოში. შემდგომ კი „უილიამ გრანტსის“ ვისკის სახლის ექსპერტმა საქართველოში სპეციალური სამი ვარიანტი წარმოადგინა. სწორედ ამ სამი გემოდან  შეირჩა საქართველოს ბაზრისთვის შესაფერისი ერთ-ერთი.

„ეს ვისკი სპეციალურად ქართული ბაზრისთვის იქნება შექმნილი. ვისკის მოყვარულებს შევთავაზებთ სპეციალურ გემოს. პროდუქციას ექნება სპეციალური სახელი და ლოგო, რომელიც მარტო საქართველოს ბაზარზე იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა „უილიამ გრანტსის“ ბრენდ მენეჯერმა სალომე პირველმა.

ვისკი, რომელიც კლუბის წევრებმა დააგემოვნეს ეგრეთწოდებული სპეისაიდის ვისკია, რომელიც შოტლანდიაში, მდინარე სპეის ნაპირზე გაშენებული ვისკის სახდელების პროდუქტია და გრანტსის სახლის ქვეშ არის გაერთიანებული. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა დაძველების ვისკი, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის კასრებში განიცადეს დავარგება.

ვისკის დავარგებისათვის აუცილებელია არა ხელუხლებელი, არამედ მეორადი კასრის გამოყენება. კასრი შეიძლება იყოს ბურბონის, პორტვეინის, რომის ან სხვა სასმელის. ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა, რადგან კასრი თავის გემოვნურ მახასიათებლებს ვისკის, ანუ იმ სპირტს გადასცემს, რომელსაც მასში ჩაასხამენ. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს წყალს, ქერს, ალაოს, გამოხდის პროცესს, თუმცა ვისკის გემოვნური მახასიათებლების 60% სწორედ კასრზე და იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც ეს კასრია მოთავსებული.

unnamed-2“რაც შეეხება იმ კასრებს, რომლებშიც აქ წარმოდგენილი ვისკია დავარგებული, არის იშვიათი თავისი მოცულობის და წარმოშობის თვალსაზრისით. ასევე იმ წინამორბედი სასმელის თვალსაზრისითაც, რომელიც იმავე კასრში ამ ვისკიმდე იყო დავარგებული”, – განაცხადა ვისკის სახლის გლობალ სპეციალისტმა კევინ ბრუკმა.

 „ასეთი რამ საქრთველოში პირველად მოხდა“-ამბობს ვისკის კლუბის დამფუძნებელი და ვისკი-ექსპერტი ბატონი გიგა ხატიაშვილი. „პირველად, საქართველოს ალკოჰოლური ბაზრის ისტორიაში, მოხდა ქართული გემოვნების გათვალისწინებით ახალი კუპაჟის შექმნა, რომელიც მხოლოდ ჩვენი ბაზრისთვის შეზღუდული რაოდენობით ჩამოისხმება“.

შერჩეულ ვისკის სახეობას GD Alco ბაზარზე სექტემბრიდან შემოიტანს. გაყიდვა იწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ „ვისკი ჰაუსის“ ქსელში.

როგორ უნდა მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი ხელფასი ? “Money moves and money rules “- მედეა ტაბატაძე

სააგენტო, რომელიც ყველაზე გემრიელ რეკლამებს იღებს !