რამდენადაც ჩვენი სამყარო მეტად ხმაურიანი გახდა და გართულდა ცალკეული ხმების გარჩევა, ნოსტალგიამაც იმატა — მონატრებამ იმის მიმართ, რომ უბრალოდ გარემოში მიმოფანტული ხმებით დავტკბეთ და ყველაფერი ერთიან ქაოსად არ ჩაედინებოდეს ყურში. სწორედ ამას უკავშირდება Specsavers-ის უახლესი სარეკლამო კამპანიაც, რომელიც სმენის სერვისების პოპულარიზაციას ემსახურება.
ვიდეორგოლში წარმოდგენილია ე. წ. ყოველდღიური ხმები — მაგალითად, ტალახში სიარულის, ავტობუსის კარის გაღება-დახურვის, ბოთლის გახსნის და ა. შ. მართალია, კომპანიის ორიენტირი კონკრეტული პროდუქტის, სმენის აპარატის პოპულარიზაციაა, თუმცა გაცილებით ღრმა იდეაზე გადის: ჩვენი გარემოს და ამა თუ იმ ნივთის ხმა იმდენად ორგანულ ნაწილად იქცა ყოველდღიურობისთვის, რომ უბრალოდ თითოეული მათგანი ჩვენს პარალელურად თანაარსებობს.