13
Dec
2018

როგორ უნდა მართოთ კომპანია სწორად?! – TripAdvisor-ის დირექტორთა საბჭოს წევრის სპენსერ რასკოფის რჩევა

13 Dec 2018

„დღეს, ლიდერებმა კომპანიები აბსოლუტურად სხვა სტრატეგიით უნდა მართონ. ამის მთავარი მიზეზი ტექნოლოგიების განვითარება და ცვლილებაა“, – ამბობს უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის, “Zillow Group“-ის აღმასრულებელი დირექტორი სპენსერ რასკოფი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

აღსანიშნავია, რომ სპენსერ რასკოფი კომპანიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. ასევე არის სამოგზაურო პლატფორმა Hotwire.com-ის თანადამფუძნებელი და TripAdvisor-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. თავად Zillow Group კი, 2006 წელს,  Microsoft-ის ყოფილმა ხელმძღვანელებმა და მისი შვილობილი Expedia-ს დამფუძნებლებმა, რიჩ ბარტონმა და ლოიდ ფრიკმა შექმნეს.

ადრე, მაგალითად, 1980-იან და 1990-იან წლებში, ინფორმაცია ცენტრალიზებული იყო. ყველა მონაცემს მხოლოდ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელობას ფლობდა და გადაწყვეტილებესაც თავად ირებდნენ. ქვედა რგოლიდან, სხავდასხვა დეპარტამენტებიდან მათთან მიდიოდა კონკრეტული მონაცემები, ისინი ამუსავებდნენ, აანალიზებდნენ და გადაწყვეტილებებს ირებდნენ.

როგორც რასკოფი ამბობს, დღეს, მსოფლიოს წამყვან კომპანიებში და მათ შორის Zillow Group-ში, ხელმძღვანელები, მაქსიმალურად ცდილობენ, გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად აღარ მიიღონ.

„ ახლა განსხვავებული ვითარებაა. ინფორმაცია გადანაწილებულია, მონაცემები ხელმისაწვდომია კონკრეტული დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. ეს ცვლილება ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია, რაც იმ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების ხარჯზე მოხდა, რომელსაც დღეს, სამუშაო პროცესში ყველა ვიყენებთ. მაგალითად, Zillow Group-ის თანამშრომლებს, სხვადასხვა პროგრამის დახმარებით, წვდომა ბევრ მონაცემზე აქვთ. შესაბამისად, კონკრეტულმა დეპარტამენტმა ჩემზე ბევრად ადრე იცის, ამა თუ იმ ინიციატივის შესახებ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რახან მათ აქვთ ინფორმაცია, შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღებაც. ამიტომ, მოვახდინე გადაწყვეტილებების მიღების დელეგირება – სადაც აქვთ მონაცემები, იქვე აანალიზებენ და გამოაქვთ შესაბამისი დასკვნა, შემდეგ კი იღებენ გადაწყვეტილებას. ეს პროცესს აჩქარებს და ამარტივებს“, – ამბობს  Zillow Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, სწრაფად და მარტივად მიღებული გადაწყვეტილება ხელმძღვანელობას საშაულებას აძლევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხებზე იფიქროს.

„ ახლა მე, როგორც ლიდერი, მთელს რესურსს კომპანიის მისიის, კულტურისა და სტრატეგიის შექმნას ვახმარ. შემდეგ კი, მათ გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მაქსიმალურად ქვედა რგოლზე, დეპარტამენტების დონეზეა გადანაწილებული. ჩემი აზრით, დღეს ეს არის მართვის სწორი ტაქტიკა“, – ამბობს სპენსერ რასკოფი.

წყარო: Inc.com



განხილვა