6
Feb
2019

სიშიშვლე, როგორც ბუნებრივი მდგომარეობა – სპენსერ ტუნიკის ნუდისტური ინსტალაციები

6 Feb 2019

სპენსერ ტუნიკი 52 წლის ფოტოგრაფია, ნიუ-იორკიდან, რომელიც 15 წელია, ახერხებს, რომ ათასობით ადამიანი სრულიად გააშიშვლოს და ყველას ერთად, თავიანთი ფარული სილამაზითა თუ ნაკლოვანებებით, ერთ ფოტოინსტალაციაში მოუყაროს თავი. მისი ნამუშევრები ადვილად იცნობა. ის აერთიანებს ადამიანებს ყველა ფორმის, ზომისა თუ კანის ფერის განურჩევლად, მთავარი კი, მათი ბუნებრივი სილამაზეა.

mBank QR
mBank QR

1994 წელს, 28 შიშველი ადამიანი გადავიღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობის წინ, მანჰეტენზე. ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო, ჩემი ნამუშევრები ფოტოებიდან ინსტალაციებად გარდაიქმნა, – სპენსერ ტუნიკი.

სპენსერთან ურთიერთობისას მიხვდები, როგორ ახერხებს საკუთარ პროექტებში ამდენი შიშველი ადამიანის ჩართვას – მას იუმორის ძალიან კარგი გრძნობა აქვს და ფოტოპროექტებიდანაც ჩანს, რომ ზოგადად, ძალიან დიდ პატივს სცემს ადამიანს. მისი ფოტოები პრესტიჟული მუზეუმებისა და გალერეების მუდმივ კოლექციაშია. დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, 75 ნუდისტური ინსტალაცია აქვს გაკეთებული. არტისტი 5-ჯერ არის დაპატიმრებული საკუთარ ქალაქში, თუმცა საქმიანობას მაინც განაგრძობს. მოგზაურობს მთელი მსოფლიოს გარშემო და პროვოკაციულ ნაშრომებს ქმნის – პროტესტის გამოხატვისა თუ ადამიანური კავშირების გაღრმავებისთვის.

ჩემს ძველ ნამუშევრებში შეატყობთ, რომ ადამიანები მხარდამხარ, ფეხდაფეხ დგანან და ერთმანეთის ინტიმურ ადგილებთან შეხებას ერიდებიან, მხოლოდ გარეგან მეგობრულ ნაწილებს არ უფრთხიან. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ სექსუალური ორგანოები არაა მეგობრული. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა იმის ყურება, ამდენი ადამიანი როგორ ტრანსფორმირდება ერთ ცოცხალ ორგანიზმად. ეს კი ხდება იმ შემთხვევაში, როცა უცხო სხეულები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

 სპენსერ ტუნიკს სურს, რომ სიშიშვლის კონფიდენციალურობის გაგება შეცვალოს.

განხილვა