დეველოპერულმა კომპანია „სფერა“-მ და მზის ენერგოსადგურების საპროექტო-სამონტაჟო კომპანია „ჯეო ენერჯი“-მ დაასრულა სფერა ბაგების კორპუსზე 10 კვტ-იანი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება. სადგური წლიურად დაახლოებით 12,000 კვტ/სთ ენერგიას გამოიუმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ სფერა ბაგების მობინადრეები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი ლიფტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და ეზოს ტერიტორიის განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიით.
კომპანია სფერას ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.
ვთვლით, რომ მზის ენერგია არის ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა და ადვილად ასათვისებელი ენერგიის წყარო. სფერას მობინადრეებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა კი გუნდის მთავარი მიზანია – ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი მეტრეველი
კომპანია სფერა, განაგრძობს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკითხებში საინტერესო ინიციატივებს და მომავალშიც სიახლეებს შესთავაზებს მის არსებულ და მომავალ მობინადრეებს.
დეველოპერული კომპანია სფერა, ამჟამად 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს. სფერა ბაგები – წყნეთის გზატკეცილის 51- ში და სფერა ნუცუბიძე, ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის 1 კვარტალში.
[R]