in

Sphero-ს ახალი საყვარელი რობოტი ბავშვებს პროგრამული კოდის საფუძვლებს ასწავლის!

Indi ბავშვებში საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებს

ბავშვების რობოტებით დაინტერესების უმარტივესი გზა მათთვის ვარსკვლავური ომების ჩვენებაა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, შეზღუდული გამოცდილებაა. კიდევ ერთი საუკეთესო მეთოდი, შესაძლოა, Sphero-ს ახალი რობოტი Indi იყოს, რომლის დაპროგრამება ძალიან მარტივია – იატაკზე ფერადი ფილების დალაგებით ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

საჭიროა თუ არა, ყველა ბავშვს ჰქონდეს რობოტების დიზაინისა და ინჟინერიის ცოდნა? რა თქმა უნდა, არა. Indi ნამდვილად არ ემსახურება ამას – მისი მთავარი მიზანი და ფუნქცია ბავშვებში პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, ნიმუშების ამოცნობისა და ცნებების სწავლება, როგორიცაა მიზეზი და შედეგი. ასევე, რობოტი საბავშვო ბაღის საბაზისო სასწავლო პროგრამის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი დაპროგრამება მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც შეიძლება, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. და მაინც, თუ მაინც გადაწყვეტთ სმარტფონის გამოყენებას, მხოლოდ ნულოვანი ეკრანიზაციის საგანმანათლებლო თამაში გჭირდებათ, რომელიც ასევე ხელს უწყობს ბავშვების აქტიურობას.

მოდით, უფრო ვრცლად ვისაუბროთ, როგორ მუშაობს პატარა რობოტი. Indi-ს მოქმედება ფილების ნაკრებით განისაზღვრება, რომელსაც მოწყობილობის ქვედა ნაწილში მოთავსებული სენსორი აფიქსირებს. თითოეული ფილა რობოტს გარკვეულ დავალებას აძლევს – იქნება ეს 90-45 გრადუსიანი მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევა, შენელება, აჩქარება თუ გაჩერება. ასე რომ, ფილების განლაგებიდან გამომდინარე, რობოტ მანქანას პოტენციურად მთელ საკლასო ოთახში ნავიგაცია შეუძლია.

ცოტა უფროს ბავშვებს, რომლებიც უკეთ ფლობენ სმარტფონებსა და შესაბამისად, აპლიკაციებს,  Indi-სთვის Sphero Edu Jr აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ, რომელიც  გადასაადგილებლად დაპროგრამების მარტივ ბლოკებს იყენებს. შედეგად, უფრო რთული, კომპლექსური მოძრაობებისა და ქმედებების ჯაჭვს ვიღებთ.

როგორც ცნობილია, რობოტი სექტემბრამდე არ იქნება გლობალურად ხელმისაწვდომი. თუმცა მისი წინასწარი შეკვეთა ორი ნაკრების სახით დღესვე შესაძლებელია – 125 და 1200 დოლარიანი კომპლექტის სახით.

ნახეთ ისთ ფოინთის ახალი სასაჩუქრე ბარათები

Mytravel – ახალი პლატფორმა, რომელიც უძრავი ქონების გაქირავებას გაგიმარტივებთ