1990-იანი წლების ყველაზე პოპულარული გოგონათა ჯგუფი, Spice Girls სცენას უბრუნდება. ამის შესახებ საზოგადოებას ბრიტანელმა მუსიკოსებმა თავად აცნობეს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/spicegirls/videos/breaking-spice-news/340666360076234/” width=”720″ height=”405 ” onlyvideo=”1″]
ემა ბანტონი (“Baby Spice“), ჯერი ჰოლიველი (“Ginger Spice“), მელანი ჩიშოლმი (“Mel C“) და მელანი ბრაუნი (“Mel B“) ისევ შეიკრიბნენ. ჯგუფი პირველ ტურნეს, 2019 წელს, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით გამართავს.
სპეციალურ ვიდეომიმართვაში არ არის ვიქტორია ბექჰემი (“Posh Spice”). მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მომღერალი და ახლა უკვე დიზაინერი, სცენაზე დაბრუნებას არ აპირებს.
რაც შეეხება Spice Girls-ის ბრიტანულ ტურნეს, რეპერტუარს და ჯგუფთან დაკავშირებულ სხვა სიახლეებს, როგორც თავად აღნიშნეს, უახლოეს მომავალში, სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელებენ.











