in

გამოვიდა “ადამიანი-ობობას” მორიგი ფილმის ტიზერი

სტუდია Marvel-მა “ადამიანი-ობობას” ახალი ფილმის ტიზერი გამოუშვა. პიტერ პარკერის როლში კვლავ ტომ ჰოლანდია, რომელიც მეგობრებთან ერთად ევროპაში გადაწყვეტს მოგზაურობას, ადამიანი-ობობას კოსტიუმს კი სახლში ტოვებს. ყველაფერს ნიკ ფიურის გამოჩენა ცვლის, რომლის როლშიც, როგორც ყოველთვის, სამუელ ელ ჯეკსონი გვევლინება. სიუჟეტის თანახმად, პიტერ პარკერს ბოროტმოქმედ “მისტერიოსთან” უწევს გამკლავება, რომლის როლსაც ჯეიკ გილენჰაალი თამაშობს. როგორც ჩანს, 2019 წელი Marvel-ის სუპერგმირების გულშემატკივრებისთვის დატვირთული და საკმაოდ დაძაბულიც იქნება. მაყურებელი, “ადამიანი-ობობას” გარდა, “შურისმაძიებლების” მეოთხე ფილმსა და “კაპიტან მარველსაც” მოუთმენლად ელის. “ადამიანი-ობობა: სახლიდან შორს” კინოთეატრებში 5 ივლისიდან გამოჩნდება.

 

Apple-მა ბოლო მოდელებისთვის დამტენიანი ქეისები შექმნა

“იმისთვის, რომ გახდე ლიდერი, საჭიროა გამოცდილება!” – ზაზა ფაჩულია არქის ახალ კამპანიაში