Spider-Man: No Way Home-ს მაყურებელი ამა წლის დეკემბრისთვის იხილავს, მაგრამ ფილმი უკვე დიდ ყურადღებას იქცევს. “მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს” მომავალი ფილმის ტრეილერს 24 საათში 355.5 მილიონი ნახვა ჰქონდა. ასევე, Sony Pictures-ის თანახმად, მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ მედიაში 4.5 მილიონი ადამიანის გამოხმაურება დაიმსახურა.
No Way Home-ის ტრეილერი ორშაბათს გამოაქვეყნა და ნახვების რაოდენობამ Avengers: Endgame-ის ტრეილერს გადააჭარბა, რომელმაც 2018 წლის დებიუტის დროს 289 მილიონი ნახვა დააგროვა. ამასთან, გადააჭარბა 24 საათში 135 მილიონი ნახვის მქონე Spider-Man: Far From Home-ს.
ასეთი სტატისტიკა ბუნებრივიც კია, რადგან მარველის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, როგორ განვითარდება საკმაოდ დაძაბული სიუჟეტი. – ადამიანი-ობობას ვინაობა ხომ უკვე გაამჟღავნა მისტერიომ… ტრეილერი სწორედ ამ საკითხს ეხება, პიტერი ექიმს თოხვს, რაიმე შელოცვა გაუკეთოს, რათა ხალხს მისი ვინაობა დაავიწყდეს.