in

ობობების უჩვეულო ქცევა კოსმოსურ სივრცეში

მდედრი ობობები, თავიანთი დიდი ქსელითა და განსაცვიფრებელი ფერებით არა მხოლოდ „ოქროსფერი აბრეშუმის მქსოველები“ არიან, არამედ მეცნიერებისთვის წარმოუდგენელი დახმარების გაწევაც შეძლეს.

მართალია, ეს პირველი ექსპერიმენტი არაა, რომლის ფარგლებშიც ობობები კოსმოსში გაგზავნეს, თუმცა აქამდე ყოველი მათგანი გარკვეული კრახით სრულდებოდა.

2008 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ობობის ორი სახეობა გამოიყენა – ერთი შესასწავლად და მეორე – ცალკე პალატაში სარეზერვო ასლის სახით. ეს დაკვირვება წარმუტაბელად დასრულდა, მაგრამ 2011 წელს კვლევამ ახალი შანსი მიიღო. ამჯერად ობობების გაქცევას, ფოტოების დაკარგვასა და მსგავს შეცდომებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც ირკვევა, ობებს შეუძლიათ გრავიტაციის არსებობის გარეშეც განაგრძონ თავიანთი საქმიანობა, რაც თავისმხრივ გასაოცარია, რადგან ევოლუციის განმავლობაში არ მიუღიათ „მსგავსი გამოცდილება“. კოსმოსურ სივრცეში, მათი ქსელი უფრო სიმეტრიულია, მაგრამ როდესაც განათება ირთვება, ობები მას გარკვეულ ორიენტირად იყენებენ და ისე იწყებენ ქსოვას, თითქოს სინათლე საპირისპირო მხარესაა.

”ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ სინათლე გარკვეულ როლს შეასრულებდა კოსმოსში ობობების ორიენტირებაში”- ამბობს ბაზელის უნივერსიტეტის კონსერვაციის ბიოლოგი.

„პუტინს ორჯერ ვუთხარი…“ – მსოფლიო ლიდერები „კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოზე“

Window Project-ში როზმარი ტროკელის გამოფენის ნახვას 25 დეკემბრიდან 18 იანვრის ჩათვლით შეძლებთ