in

სპაიკ ლი, როგორც სპორტის მარკეტინგის რევოლუციონერი

ფილმებისა და რეკლამების ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ, მთელი თავისი შემოქმედების აღსანიშნავად, Creative Maker of the Year-ის ჯილდო მიიღო. სააგენტო Spike DDB-ის დამფუძნებელმა კი სპორტის ის ლეგენდები გაიხსენა, რომლებიც ამ დიდებამდე მოსვლაში დაეხმარნენ.

„ფაქტი, რომ მე დღეს აქ ვარ, შემთხვევითობაა. She’s Gotta Have It-ში გამოჩნდა პერსონაჟი, რომელსაც Air Jordans ეცვა. მსახიობი კი თავად მაიკლ ჯორდანმა და Wieden + Kennedy-მ შეარჩიეს ნაიკის უახლესი მოდელის რეკლამირებისთვის. სწორედ ამ კამპანიამ შეცვალა რეკლამისა და სპორტის მარკეტინგის ინდუსტრია“, — აღნიშნა სპაიკ ლიმ.

ბარი ალექსანდერ ბრაუნმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ლისთან, მის შემოქმედებით ღვაწლზე ჟურნალისტებთან ისაუბრა: „ამ ყველაფერს არა თუ ჯილდოებისთვის, არამედ იმისთვის აკეთებს, რომ რაც შეიძლება კარგი შედეგი დადოს. ასევე იმისთვის, რომ არაფრისგან მოვედით და ეს ის არის, რისი კეთებაც გვინდოდა. შემდეგ კი იღბალმაც გაგვიმართლა, რათა რეალურად განგვეხორციელებინა იდეები“.

ბრაუნმა ლი დაახასიათა, როგორც „მხიარულება“ — ეს იყო ელემენტი, რომლის ყველა კამპანიის ნაწილად ქცევაც სურდა. ამ თვალსაზრისით, ორი საყვარელი კამპანიაც გამოყო: Button Your Fly, რომელიც სპაიკმა ლივაისის ბრენდისთვის გადაიღო 1990-იანი წლებისთვის; და, რაღა თქმა უნდა, Air Jordan-ისა და ნაიკის ერთობლივი რეკლამები.

Youtube ვიდეოების სხვადასხვა ენაზე დუბლირებისთვის AI ხელსაწყოს ცდის

Audi-ს კიდევ ერთი გეგმა მოტოსპორტის ტოპ კატეგორიაში შესასვლელად