დღეს Peter Schmidt Group-ზე უნდა მოგიყვეთ, ევროპის ერთ-ერთ სახელგანთქმულ დიზაინის სააგენტოზე, რომლისთვისაც სპილო ბრენდის მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს და მის ეთოსსაც გადმოგვცემს — Empathy for the brands of the future.
თუმცა წელს თავად ამ სააგენტომ გადაწყვიტა რეპოზიციონირება. ახალი ხედვა განპირობებულია „გაძლიერებული წარმოსახვის“ იდეით, პატივს მიაგებს სააგენტოს წარმოშობასა და განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი სწრაფვას. ამის პარალელურად კი ადამიანების შემოქმედებას პირველ ადგილზე აყენებს.
მათი ამბავი გამორჩეული იმითაა, რომ ბრენდის იდენტობის პროცესში აუდიო კომპონენტი დაამატეს. ხმოვანი ბრენდინგი სპილოების დაბალი სიხშირის ხმებს ეფუძნება, ე. წ. შუმებს და ასე სააგენტოს მთავარ პერსონაჟსაც მიაგებს პატივს. იცოდით, რომ სპილოები დაბალი სიხშირის მქონე ხმებით ამყარებენ კომუნიკაციას? ეს ხმები 7 კილომეტრამდე მანძილსაც გადის… სააგენტომდე კი სპილოების აუდიო ჩანაწერები დოქტორმა და სპილოების მკვლევარმა ანგელა შტოგერ-ჰორვატმა მიიტანა.
„დაბალი სიხშირეები ნაცნობი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც კლუბში დინამიკის გვერდით მდგარა… თქვენ გრძნობთ ბასს, დაბალ სიხშირეებს და ვიბრაციებს სხეულში. სპილოებიც ასე ურთიერთობენ ერთმანეთთან, ღრმა სიხშირის ბგერებს იყენებენ, რათა ერთმანეთს დაუკავშირდნენ“, — ამბობენ მკვლევრები.
მსგავს დაბალ სიხშირეებზე საუბრის გამო აღნიშნულს სპილოების საიდუმლო ენადაც მიიჩნევენ. ახლა კი ნახეთ, როგორ გადმოიტანეს ეს ბრენდინგში: