“საგარეო ტანსაცმელი” – ეს სიტყვები ბავშვობაში ბევრს გაგვიგონია და ხშირ შემთხვევაში მოუხერხებელ ტანსაცმელთან ასოცირდებოდა, რომლის გემრიელად მორგება სტუმრად (ბავშვურ ენაზე, “სხვაგან”) წასვლისას, სათამაშოდ თითქმის შეუძლებელი იყო. “სპილოუ” საბავშვო ტანსაცმლის ქართული სტარტაპია, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. საქმიანობას სამი მეგობარი უძღვებოდა, რომლებიც თავიანთი შეხედულების მიხედვით ქმნიდნენ სამოსს. დაარსებიდან 2 წლის შემდეგ, გუნდს კრეატიული დირექტორი ავთო მოდებაძე შეემატა, რომელმაც როგორც გვიამბეს, ბავშვებისთვის სამოსს უფრო მეტი დატვირთვა შესძინა, ხოლო პროდუქტი ბრენდის კომუნიკაციასთან მოიყვანა თანხვედრაში. დამფუძნებლები თვლიან, რომ რაც უნდა “გამოპრანჭული”
ტასო ჯაფარიძე, “სპილოუს” თანადამფუძნებელი: “სპილოუ 2 წლის წინ დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი პროდუქციის დიზაინს ჩვენ – სამი დამფუძნებელი ვქმნიდით. არცერთს არც განათლება გვქონია ამ კუთხით და არც გამოცდილება, მხოლოდ ინტუიციით ვქმნიდით ტანსცმელს. ჩვენი შვილების აზრსაც ვიზიარებდით და მომხმარებლებს მოსწონდათ რასაც ვაკეთებდით. მაგრამ ვიცოდით, რომ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ამ საქმეს პროფესიონალურად მიუდგებოდა.
4 თვეა რაც ჩვენს გუნდს ახალი წევრი შეემატა, კრეატიული დირექტორის სახით, ავთო მოდებაძე. ავთო განათლებით თეატრის მხატვარია და ასევე თანამედროვე დიზაინის სკოლა აქვს გავლილი. ავთოს მიერ შექმნილი ყველა მოდელი გარკვეულ კონცეფციას ეფუძნება, რომელიც ჩვენი ბრენდის არსიდან გამომდინარეობს. ჩვენი აზრით, ბავშვები თავისუფალ, ჯანსაღ ადამინებად, რომ ჩამოყალიბნენ, მათთვის მნიშვნელოვანია თამაში, გართობა და მხიარულება, მშობლების მხრიდან კი ამ ყველაფრის ხელშეწყობა. სწორედ ეს არის სპილოუს ყველა კოლექციის მთავარი კონცეფცია.”
როგორც გვიამბეს, ესაა სამოსი, რომელსაც აქვს მისი ინდივიდუალური ხასიათი და ისტორიაც კი. მაგალითად:
“ესაა კაბა განსაკუთრებული დღეებისთვის. ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ თავისი დაბადების დღე. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საუკეთესო მეგობრები მათ გვერდზე იყვნენ. ამ კაბას მისი დახვეწილი ფორმები ელეგანტურს ხდის. სპორტული სახელოები კი ხაზს უსვამს, რომ რაც არ უნდა “გამოპრანჭული” იყოს ბავშვი, მისი მოძრავი და სწრაფი ხასიათი არ უნდა შევზღუდოთ. კაბა საზეიმო სამკერდით გავაფორმეთ.”
“კაბა ქალაქი. ეს არის ყველაზე მარტივად ჩასაცმელი კაბა. წინა მხარეს დარტული ელვა საშუალებას აძლევს მოუსვენარ გოგოებს, სახლიდან “გავარდნის” წინ, წამებში ჩაიცვან და შეიკრან.”
“კაბა ქამელეონი. ყვავილებით სავსე მინდორში ამ ზაფხულის კაბაში გამოწყობილ გოგოს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, თორემ შეიძლება, ყვავილებისგან ვეღარ გაარჩიოთ და ვერ იპოვოთ. ამ კაბას დამალობანას მოთამაშეების კაბასაც ვეძახით.”
“დინო – ჟაკეტი. ბავშვები უფროსებზე ახლოს არიან ბუნებასთან და მხოლოდ მათ შეუძლიათ მეზოზოური მონსტრების – დინოზავრების მოთვინიერება. დინოზავრების შესახებ პალეონტოლოგებმა ბევრი რამ შეისწავლეს. ცნობილია, ძირითადად, ყველა დინოზავრის ზომა, აგებულება, მათი საკვები, საცხოვრებელი ადგილი, თუმცა დღემდე ამოუცნობია მათი ფერი. ასე რომ, დინოზავრები თავისუფლად შეიძლება ყოფილიყვნენ ვარდისფერი, ყვითელი და ლურჯი, როგორც ჩვენი დინო-ჟაკეტები.”