in

რისთვის შექმნეს სპირალური კონტაქტური ლინზები?

ფრანგმა მკვლევრებმა ლინზების რევოლუციური დიზაინი შეიმუშავეს, რომელიც ახლო თუ შორი მანძილისთვის მკაფიო ფოკუსირების საშუალებას იძლევა. მთავარი საიდუმლო ლინზის სპირალურ ფორმაშია, რაც მრავალი ფოკუსური წერტილის შექმნის საშუალებას იძლევა.

M2
M2

„მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ლინზას შეუძლია, მუდმივად მკაფიო ხედვა უზრუნველყოფს. პოტენციურად, ამ მიგნებას რევოლუციის მოხდენა შეუძლია ოფთალმოლოგიაში“, განმარტავენ მეცნიერები.

რთული სპირალური ფორმის შესაქმნელად მოწინავე ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენეს. შედეგი პირველივე ჯერზე წარმატებული აღმოჩნდა, რაც მოხალისეებმაც დაადასტურეს — მათი თქმით, ტრადიციულ ლინზასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მხედველობა სხვადასხვა დისტანციაზე თუ განათებაზე.

როგორც აღნიშნავენ, გამოგონება მხედველობის ინდივიდუალურ კორექციას სცილდება, ვინაიდან დროთა განმავლობაში კომპაქტური გამოსახულების ტექნოლოგიებსა და დისტანციური ზონდირების სისტემების შექმნასაც შეძლებენ. უბრალოდ, ჯერ შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა ყველა დეტალი ზუსტად განისაზღვროს. მაგალითად, ახლა ლინზის სათვალეებში ინტეგრირების შესაძლებლობასაც იკვლევენ.

ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა

Heinz კეტჩუპით დასვრილი ადამიანებისთვის სადაზღვევო პოლისს უშვებს!