in

ადამიანის ტვინში სპირალური სიგნალები დააფიქსირეს — რაში დაეხმარება ეს მეცნიერებს?

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ადამიანის თავის ტვინის გარეთა შრეში, ანუ ქერქში, სპირალური ტალღები დააფიქსირეს. მართალია, მეცნიერებმა არ იციან, სად წარმოიქმნება ეს სიგნალები, მაგრამ შესაძლოა, მნიშვნელოვან ფუნქციებთან იყოს დაკავშირებული.

M2
M2

„ეს სპირალური ტალღები რთული დინამიკით გამოირჩევა, ტვინის ზედაპირზე წრიულად გადაადგილდება — მორევების მსგავსად“, — განმარტავენ მეცნიერები. ამჯერად ისინი 100 ჯანმრთელი ახალგაზრდის ტვინის გამოსახულებებში შენიშნეს, მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების საშუალებით. აქვე საგულისხმოა, რომ სიგნალების გამოჩენა რაიმე კონკრეტულ მდგომარეობასთან არ იყო დაკავშირებული, ვინაიდან ვლინდებოდა როგორც დავალებების შესრულებისას, ისე დასვენებისას.

ტვინის ქერქი კოგნიტიურ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი — მათ შორისაა აღქმა, მახსოვრობა, ყურადღება და სხვა. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ეს ტალღები შეიძლება მსგავს პროცესებს აწესრიგებდეს და ტვინის სხვადასხვა რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებდეს. მთლიანობაში, მათი მოქმედება ტვინს ინფორმაციის სწრაფად დამუშავებასა და რთული აქტივობების შესრულებაში ეხმარება. „კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ სპირალები ტვინის აქტივობის მოქნილი რეკონფიგურაციის საშუალებას იძლევა ისეთი ამოცანების დროს, რომლებიც ბუნებრივი ენის დამუშავებას და მეხსიერებას მოიცავს“. 

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, აღნიშნული ტალღების როლი უცნობია… თუმცა ამ ყველაფრის საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ რომ სპირალური სიგნალების შესწავლა ტვინში წარმოქმნილი დარღვევების უკეთ გაგებაშიც დაგვეხმარება — მაგალითად, ალცჰაიმერის შემთხვევაში.

კალამზე გადატანილი ისტორია  — „950 წელი დავით აღმაშენებლის დაბადებიდან“

მონაცემები თუ ადამიანები — როგორ შევქმნათ ახალი მარკეტინგული სტრატეგია?