Electronic Entertainment Expo ანუ E3 – სათამაშო მოწყობილობების და ვიდეო თამაშების ყოველწლიური, ყველაზე დიდი გამოფენა – პრეზენტაცია.
მთელი წლის მანძილზე კომპანიები იმისთვის მუშაობენ, რომ E3-ის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს. გეიმერების სამყაროში გრაფიკულ დეტალებს არანაკლები დატვირთვა აქვს ვიდრე სიუჟეტს. თამაში, სადაც ქაოსი ტრიალებს და ამ ქაოსში მოთამაშეს დედამიწის ან ადამიანების გადარჩენა უწევს, რა თქმა უნდა ვიზუალურად დამაჯერებელი და ხარისხიანი უნდა იყოს.
Ubisoft Entertainment-მა პრეზენტაციაზე ახალი Splinter Cell – Blacklist წარმოადგინა. პრეზენტაცია უფექტური უნდა ყოფილიყო, ამას სამი მიზეზი აქვს – Splinter Cell-ს ბევრი მოთამაშე ჰყავს და ისინი სულმოუთქმენლად ელოდნენ თამაშის გამოსვლას, პრეზენტაციაზე მხოლოდ გეიმერები არ იმყოფებოდნენ, იქ თავს იყრის ისეთი ხალხი, რომლებზეც თამაშის წარმატებაა დამოკიდებული და მესამე – პრეზენტაციაზე დაახლოებით 100 თამაშია წარმოდგენილი, ამ ასიდან უნდა შეეცადო და ყველაზე დამამახსოვრებელი იყო.
ტრილერი, რომლითაც Ubisoft-ი წარსდა მხოლოდ ეფექტური არ ყოფილა, ეს იყო შოუ, რომელიც გეიმერებისთვის მოეწყო, Dolby Surround-ით და 3D ეფექტით. პრეზენტაცია ერთადერთ რეზულტატზე იყო მიმართული – იმდენად შთამბეჭდავები ყოფილიყვნენ, რომ გეიმერებს დაწყებული თამაში მიეტოვებინათ და ახალი Splinter Cell – Blacklist ეყიდათ.