ერთ-ერთი სირთულე, რომელსაც ავტომობილის მძღოლები ყველაზე ხშირად ხვდებიან უსაფრთხო მართვაა. ალბათ ნებისმიერი მძღოლი მოხვედრილა სიტუაციაში, როდესაც არასრული ხედვის არიალის გამო ავტო საგზაო შემთხვევის სფრთხე შექმნია.
კომპანია ფორდმა ახალი ავტომობილების წარმოებისთვის გადაწყვიტა მაქსიმალური უსაფრთხო მართვის სისტემა შეემუშავებინა და წარმოებაში ჩაშვების განაცხადი გააკეთა ფრონტალური, ფართო კუთხის 1 მეგაფიქსელიანი ვიდეო კამერების შესახებ, რომელიც ავტომობილის წინა და უკანა ბამპერზე დაამონტაჟდება და მძღოლს 180 გრადუსიანი კომბინირებულ გვერდხედს აჩვენებს. მიღებული გამოსახულება სამნაწილად გაიყოფა და მოწყობილობის პანელის დისფლეიზე გამოჩნდება, რაც საშუალებას მისცემს მძღოლს დარწმუნდეს მოძრაობის უსაფრთხოებაში. კამერების გააქტიურება სპეციალური ღილაკის მეშვეობით განხორციელდება. კამერები ასევე მარტივად გაიწმინდება მინის საწმენდის გააქტიურებით.
ტექნოლოგია, რომელსაც სპლიტ ვიუ უწოდეს უკვე გამოიყენება ფორდის ახალ მოდელებში: S-MAX და Galaxy, რომლებსაც კომპანია ევროპული ბაზრისთვის აწარმოებს. 2020 წლიდან ფორდი გეგმავს ახალი უსაფრთხოების სისტემებით მათ მიერ წარმოებული ყველა მოდელი აღჭურვოს.











