ოკეანურმა ექსპედიციამ, რომელიც ატლანტის ოკეანის ზედაპირს ერთ კილომეტრზე მეტხანს იკვლევდა, ამ კვირაში უჩვეულო აღმოჩენა გააკეთა – ღრუბელი, რომელიც ძალიან ჰგავს SpongeBob SquarePants-ს. მის გვერდით კი ვარდისფერი ზღვის ვარსკვლავია – პატრიკის ორეული, “სპანჯბობის” სულელი საუკეთესო მეგობარი.
კრისტოფერ მა ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი იყო, რომელიც პირდაპირ რეჟიმში ადევნებდა თვალს სანახაობას. იგი ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მკვლევარი, რომელიც ხშირად თანამშრომლობს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციასთან. ის ასევე ზღვის ვარსკვლავის ექსპერტია. მან მაშინვე შენიშნა წყალქვეშა არსებებსა და ანიმაციურ მეგობრებს შორის მსგავსება და თვითერზე გამოაქვეყნა ფოტო.
სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ისინი სულაც არ არიან მეგობრები – კრისტოფერი ეჭვობს, რომ ზღვის ვარსკვლავებს ღრუბელა მრავალუჯერდიანი ფოროვანი ორგანიზმით კვება უყვართ. “დიდი ალბათობით, ვარსკვლავი ღრუბელთან ასე ახლოს მის შესაჭმელად იმყოფება. თუნდაც ნაწილობრივ” – ამბობს ის. ან, იქნებ სულაც არ არის ასე, მაგრამ ფაქტია, რეალობა ცოტა უფრო მკაცრ სცენარს გვთავაზობს, ვიდრე ანიმაცია.
ამასთან, ნამდვილ ზღვის ვარსკვლავსა და პატრიკს შორის აშკარა მსგავსებაა. ხოლო, სპანჯბობი უფრო მეტად საწმენდ ღრუბელს მოგვაგონებს – და მაინც, რეალური ზღვის ღრუბლები თითქმის სიურრეალისტური ორგანიზმია, რომელსაც უჩვეულო ფორმები აქვს.
ახალი აღმოჩენა NOAA-ს ჩრდილო ატლანტიკური ეტაპის ნაწილი იყო, რომელიც უცნობი და ნაკლებად შესწავლილი ორგანიზმების კვლევას ემსახურება. კრისტოფერ მას თქმით, სწორედ სამეცნიერო წრეებსა და ზოგადად საზოგადოებაში არსებული ეს ინტერესი გახდა იმის მიზეზი, რომ ნამდვილ ორგანიზმს ანიმაციურ ღრუბელს ამსგავსებენ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ექსპედიცია არა მხოლოდ ამ ცოცხალ ორგანიზმებზე, არამედ მათ საცხოვრებელ არეალებზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც არაერთი საფრთხის წინაშე იმყოფება.