in

„სპანჯბობს აუტისტური სპექტრი აქვს“ — აცხადებს ტომ კენი

SpongeBob SquarePants-ის სახელზე ყვითელი პერსონაჟი გვახსენდება, რომელიც სულ ბედნიერია და ზუსტად ამის გამო უკვე 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟია. თუმცა ბოლო დროს სპანჯბობის მოყვარულებს დააინტერესათ, შესაძლო იყო თუ არა, მას აუტიზმის სპექტრი ჰქონოდა.

BOG
BOG

ამ კითხვაზე კი საუკეთესო პასუხს ტომ კენი გვთავაზობს, ხმა, რომლითაც SpongeBob ამდენი ხანია გვესაუბრება — Motor City Comic Con-ზე კენი იხსენებს აუტისტური სპექტრის მქონე გულშემატკივართან შეხვედრას, რომელმაც ჰკითხა: სპანჯბობი აუტისტია? არის თუ არა თავად სპანჯბობი, როგორც პერსონაჟი, აუტისტი?. კენის პასუხიც სწრაფი და გულწრფელი იყო: და მე ვთქვი — კი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ის არის!.

სპანჯბობის პორტრეტი, რომელშიც პერსონაჟს სუპერ ძალების მქონედ აღწერენ, იმ ძლიერ მხარეებს ასახავს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით და ვხედავთ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში. SpongeBob-ის ენთუზიაზმი, ერთგულება რუტინისადმი და ზოგჯერ უცნაური თუ უხერხული სოციალური ინტერაქციები აუტისტური სპექტრის დარღვევის ზოგიერთი ასპექტის შესაბამისია. 

მართალია, შოუს შემქმნელებს ოფიციალურად არასდროს უსაუბრიათ პერსონაჟის ნევროლოგიურ მდგომარეობაზე, მაგრამ კენის პერსპექტივა, როგორც ხმის, რომელსაც ამდენი ხანია სპანჯბობისგან ვისმენთ, უმნიშვნელოვანესია. მეტიც, ცნობიერების ამაღლებისა და მიმღებლობის კუთხით, პოპკულტურაში ნეირომრავალფეროვნების პოზიტიურ წარმოჩინებას გადამწყვეტი როლი ეკისრება.

 

Next Amani – ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა კენიაში

YouTube არხის განვითარების რჩევები თვით YouTube-სგან