in

#სპონსორიაკროკობეთი – 1 000 000₾ ქართული სპორტის მხარდასაჭერად!

„კროკობეთი“, ქართული სპორტისა და სპორტსმენების მხარდასაჭერად, ახალ, გრანდიოზულ პროექტს იწყებს – 1 000 000₾ ქართული სპორტის მხარდასაჭერად! კომპანია წლებია, რაც ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს – არის 10 საფეხბურთო და 1 საკალათბურთო ქვეყანაში გუნდის, ინდივიდუალური სპორტის სახეობის 2 წარმომადგენლის, საქართველოს BMW-ს კლუბის, საქართველოს დრაგ რეისინგისა და დრიფტის სერიების სპონსორი. ამ ყველაფერს კი ახლა 1-მილიონიანი პროექტიც დაემატება, რომლის პრეზენტაციასაც ჩამოთვლილი გუნდების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებმა, საზეიმო ვითარებაში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თუმცა, პროექტში ჩართვა სხვებსაც შეუძლიათ, როგორც კომპანიაში ამბობენ, ნებისმიერ სპორტსმენს ექნება საშუალება, აცნობოს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და მიიღოს დაფინანსება.

შესაბამისად, ეს ახალი ინიციატივა საშუალებას მისცემს სპორტსმენებს, მოიპოვონ დაფინანსება და მიიღონ ის, რაც წარმატებისთვის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

2020 წელი, მთელი საქართველოსთვის, საკმაოდ რთული გამოდგა, განსაკუთრებით კი ქართული სპორტისთვის. ამიტომ, 2020 წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული სპორტის მხარდასაჭერად გამოგვეყო 1 მილიონი ლარი.

მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ 13 სპორტულ კლუბთან, ასევე „კროკობეთის“ ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმა შევქმენით, სადაც ნებისმიერ სპორტსმენს შეუძლია, მოგვწეროს მისი შესაძლებლობების შესახებ და მიიღოს დაფინანსება. გამოყოფილი 1 მილიონი ლარი სრულად მოხმარდება გუნდებისა თუ სპორტსმენების დაფინანსებას და ქართული სპორტის პოპულარიზაციას.

„კროკობეთის“ სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სპორტსმენებს და მზად ვართ, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას გვერდში დავუდგეთ“, – ამბობს „კროკობეთის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე.

სასპონსორო პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს პოტენციალი და წარმატების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა შეუძლია. ამისათვის კი „კროკობეთის“ ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსება და სპორტსმენისა თუ გუნდის სპორტული მიღწევების მითითებაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ „კროკობეთი“ მუდმივად იჩენს ინიციატივას, გვერდში დაუდგეს ქართულ სპორტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. კომპანია, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისეთი გუნდების სპონსორია, როგორებიცაა – საფეხბურთო კლუბები: „თელავი“, „ლოკომოტივი“, „შუქურა“, „შევარდენი 1906“, ზუგდიდის „დინამო“, რუსთავის „რუსთავი“, ბოლნისის „სიონი“, ზესტაფონის „ზესტაფონი“, „კოლხეთი 1913“ და ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“. ასევე – საკალათბურთო კლუბი „ტიტები“, საქართველოს BMW-ს კლუბი, საქართველოს დრაგ რეისინგის სერიები, საქართველოს დრიფტ სერიები. რაც შეეხება სპორტსმენებს, კომპანია, რაულ თუთარაულისა და ვახტანგ ხურციძის მხარდამჭერია.

„კროკობეთი“ მუდამ მათ გვერდითაა, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. კომპანია მათ, მიზნის მიღწევაში, ყოველთვის დაეხმარება. გვჯერა, რომ ქართული სპორტი იმსახურებს მეტ გულშემატკივარს, წარმატებასა და გამარჯვებას!“.

 

[R]

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? – CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

„ევექსი ჰოსპიტლები“, ქსელის ფარგლებში, ვაქცინაციის მხარდამჭერ მორიგ მასშტაბურ კამპანიას იწყებს