in

რა კავშირია ბრენდის სპონსორობასა და მათი მომხმარებლების აქტიურობას შორის

Elevent-ის კვლევაში 2000-მა ამერიკელმა ზრდასრულმა მიიღო მონაწილეობა. მათ ჰკითხეს, როგორ მოქმედებს ყიდვისას არჩევანზე ბრენდის სპონსორობის ფაქტორი. როგორც აღმოჩნდა, კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სპორტის მხარდამჭერებად გვევლინებიან, უფრო მაღალ ლოიალობას ღებულობენ მომხმარებლებისგან.

რა კავშირია სპონსორობასა და შოპინგის პროცესს შორის?

კვლევამ მათ შორის დადებითი ურთიერთქმედება გამოავლინა. მომხმარებლების 59%-მა დადებითად უპასუხა კითხვას, შეიძენდა თუ არა იმ კომპანიის პროდუქტს, რომელიც სპორტს უწევს სპონსორობას. მეტიც, რესპონდენტთა 21%-მა აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიზნესთან მხოლოდ იმიტომ მოუნდა თანამშრომლობა, რომ სპორტს ან სპორტულ ორგანიზაციას უჭერს მხარს.

ამის საპიწრონედ, 15%-მა განაცხადა, რომ ბრენდთან თანამშრომლობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ მათთვის არასასურველი სპორტის სპონსორობა დაიწყეს. 17%-მა თქვა, რომ თანამშრომლობა ამის საფუძველზე არ შეუწყვიტავს, თუმცა განიხილავდა.

სპორტის სპონსორობა მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია. გამოკითხვის შედეგები (დადებითიც და უარყოფითიც) ცხადყოფს, რომ სპონსორობა და ასეთი კომპანიისგან შეძენის სურვილი ერთმანეთთან კავშირშია.

კორპორაციული პასუხისმგებლობა და სპორტსმენების მხარდაჭერა

გამოკითხვით ისიც გამოჩნდა, რომ CSR და სპორტსმენების ხელშეწყობა მომხმარებლების განწყობაზე მნიშვნელოვნად აისახება. ეს განსაკუთრებით ეხება 18-34 წლის რესპონდენტებს. მათმა უმრავლესობამ სპორტსმენების უფლებები პრიორიტეტულად დაასახელა. რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია პროფესიონალი ათლეტის მხრიდან პირად შეხედულებებსა და შეგრძნებებზე საუბარი (51%). სპეციფიკურ ადვოკატირებაზე კი განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას.

ამას გარდა, კვლევამ რამდენიმე სხვა დეტალიც აღმოაჩინა:

სპორტის სპონსორობას ყველაზე მეტად მორბენლები აფასებენ. მათ ყველაზე აქტიურად ახასიათებთ ასეთი ტიპის კომპანიებთან ურთიერთობის სურვილი.

კიბერსპორტის გულშემატკივრები აქტიურად ადევნებენ თვალს სპორტის მხარდამჭერ კომპანიებს, დანარჩენ საზოგადოებასთან შედარებით.

აშშ-ის ტოპ სპორტულ ფრანჩაიზს შორის დასახელდა ამერიკის სუპერთასი, ოლიმპიადა, ბეისბოლის უმაღლესი ლიგა, NBA და NCAA.

 

წყარო: martechseries

რა უნდა ვიცოდეთ ქართული გამოგონებების მუზეუმსა და მისი 2022 წლის კონკურსის შესახებ

ეს კორექტორი ბრაილის შრიფტის შეცდომების გასწორებაში დაგეხმარებათ