in

ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისში SPORTFEST 2023 გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, საქართველოს პირველი სპორტული ფესტივალი — SPORTFEST 2023 გაიმართა.

ლიბერთიმ, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, ნებისმიერი თაობის ადამიანს საშუალება მისცა, სხვადასხვა სპორტის სახეობის გასცნობოდა, შეხვედროდა ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართულიყო ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.

ფესტივალზე მოსული სპორტით დაინტერესებული სტუმრებისთვის პავილიონის შიდა და გარე სივრცეები იყო გამოყოფილი, რომლებშიც სხვადასხვა სახეობის სპორტის, სპორტ არენის, სცენის, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეეძლო მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში მონაწილეობა. თანაც, SPORTFEST 2023-ს ესწრებოდნენ საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. მთლიანობაში, აღნიშნული ფესტივალის მიზანს ყველა თაობის ადამიანის შეკრება და მათი ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესით დაინტერესება წარმოადგენდა.

ფესტივალის პირველ დღეს ლიბერთის სივრცეში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ნანა იოსელიანი, საჭადრაკო დაფასთან სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს შეხვდა.

მეორე დღეს კი ლიბერთის სივრცეში საქართველოს ჩემპიონი, 11 წლის ერეკლე ტაბატაძე, პირველ 10 რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთდროულად შეეჯიბრა.

[R]

სიზმრისეული სამყაროს ძიება სალომე კეჩხუაშვილის ნამუშევრებში

Instagram კომენტარებში GIF-ებს ამატებს