4 და 7 სექტემბერს, betsson.sport-ის ორგანიზებით, სპორტის დღეებს ბათუმი უმასპინძლებს.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, გასართობი ზონები, უამრავი საჩუქარი და, რაც მთავარია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების უმნიშვნელოვანესი თამაშები დიდ ეკრანზე – სწორედ ეს ყველაფერი გელოდებათ ბათუმში 4 და 7 სექტემბერს.
betsson.sport-ის ორგანიზებით, „სპორტის დღეებს” ამჯერად სწორედ ბათუმი უმასპინძლებს – უფრო კონკრეტულად კი, ანბანის კოშკის ტერიტორია.
როგორც მიხდვით, თარიღები შემთხვევით არ არის შერჩეული – ორივე ღონისძიება საქართველოს ნაკრების ძალიან მნიშვნელოვან თამაშებს დაამთხვიეს: 4 სექტემბერს ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თურქეთთან მატჩით იწყებს, 7-ში კი ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრით აგრძელებს. ორივე დღეს ბათუმელებსა და ბათუმში დამსვენებლებს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, გასართობი თუ კვების ზონები და ბევრი საჩუქარი ელით, დღის ბოლოს კი – ნაკრების მატჩების ერთად ყურება დიდ ეკრანზე!
4 სექტემბერს ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება. სტუმრები ჯერ სპორტულ აქტივობებში შეძლებენ თავიანთი ძალების გამოცდას, მოგვიანებით კი, 20:00 საათზე, იმავე სივრცეში საქართველოსა და თურქეთის ნაკრების მატჩის ღია ჩვენება დაიწყება. რა თქმა უნდა, სივრცეში იქნება საკვები ზონებიც და ყველაფერი, რაც ამაღლებული საქომაგო განწყობის შესაქმნელადაა საჭირო.
მომდევნო ღონისძიება 7 სექტემბერს ჩატარდება და სტარტს 14:00 საათიდან აიღებს. სხვადასხვა აქტივობისა და გათამაშებების შემდეგ, 17:00 საათზე, კვლავ დიდ ეკრანზე იხილავთ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირებას.
Betsson სპორტის დღეების სეზონი წელს 16 მაისს თბილისში, ლეგენდების სერიის მატჩის დროს გაიხსნა. 7 ივნისს სპორტის დღეებს რუსთავმა უმასპინძლა, ხოლო 21 ივნისს კი – თელავმა. ეს დღეები ქმნის ემოციას, რომელიც შეიძლება შთაგონებადაც იქცეს – ბავშვისთვის, რომელიც სპორტის გზაზე საწყის ნაბიჯებს დგამს, ან მოზრდილთათვის, რომლებიც წარსულ მოგონებებს უბრუნდებიან. სწორედ ასეთ პატარა დეტალებშია სპორტის ნამდვილი ძალა. Betsson სპორტის დღეები არ არის მხოლოდ გასართობი აქტივობებით სავსე ადგილი – ესაა სივრცე, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, აცოცხლებს სპორტულ ემოციებს და აჩენს იმ განცდას, რომ სპორტი ყველასია.
4 სექტემბრის ღონისძიება.
7 სექტემბრის ღონისძიება.
[პარტნიორის კონტენტი]












