ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

როგორ მოქმედებს საყვარელი გუნდის მოგება და წაგება გუშლემატკივრებზე?

M2
M2

ხშირად ამბობენ, რომ სპორტი ის არის, რაც მთელ მსოფლიოს აერთიანებს და აკავშირებს. სხვადასხვა სახეობაში კი კონკრეტული გუნდების გულშემატკივრები ყველანაირი საშუალებით გამოხატავენ საკუთარ „თავდადებას“ — იცვამენ შესაბამის მაისურებს, სახეზე იხატავენ ლოგოებს, იკეთებენ ტატუებს, ყიდულობენ ბრენდირებულ ნივთებს და ა. შ. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ ამ მიკუთვნებულობის წარმოსაჩენად.

მართალია, ყველა გულშემატკივარს პირდაპირი ან ირიბი სარგებელი არ აქვს, პირობითად, მილანის მოგებით, მაგრამ ისინი პირად მიღწევად მიიჩნევენ თითოეულ გოლს თუ წარმატებას — „ჩვენ გავიმარჯვეთ!“ ხოლო, თუ გუნდმა წააგო, ბევრი მათგანი დიდ კრიტიკას მიეცემა… იხდიან ფორმებს და წუწუნებენ, როგორ ცუდად ითამაშეს ფეხბურთელებმა, რამდენად არასწორი გათვლები გააკეთა მწვრთნელმა და ა. შ.

ფსიქოლოგ ჯონათან ჯენსენის თქმით, ყველა ეს ქცევა მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. 1976 წელს კვლევაც კი ჩატარდა ამ ფენომენის შესასწავლად, ხოლო 40 წლის შემდეგ ჯენსენმა, თავის კოლეგებთან ერთად, განმეორებითი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა — კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით, ისინი აკვირდებოდნენ, 200-ზე მეტი სტუდენტისგან რამდენს ეცვა ამა თუ იმ სპორტის/გუნდის ფორმა.

როგორც აღმოჩნდა, თუ მათი საყვარელი გუნდი იგებდა, თემატური ფორმების ჩამცმელთა რაოდენობა მინიმუმ სამმაგდებოდა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ კი ნელ-ნელა ქარწყლდებოდა ეს „აღტაცების ტენდენცია“. ამის საპირისპიროდ, წაგების შემთხვევაში, გულშემატკივართა 70% ამბობდა უარს ფორმის ჩაცმაზე.

ეს შედეგები თავდაპირველ მონაცემებს შეესაბამება. „სპორტის გულშემატკივრებს სურთ, ყველას აცნობონ, რომელ გუნდს მიეკუთვნებიან. რეალურად, ამას საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად აკეთებენ. თითქოს, არა მხოლოდ გვინდა, რომ ერთ გუნდს მივაკუთვნოთ თავი, არამედ გვეშინია, სხვა გუნდის ფანად არ მიგვიჩნიონ“,— განმარტავს ჯონათანი. ამასთან, მოგება/წაგება მოქმედებდა როგორც ჩაცმულობაზე, ისე საყვარელ გუნდებზე საუბრის ფორმაზეც.

გარდა ზემოთ ხსენებული კვლევისა, ენდრიუ ბილინგსმა (ალაბამას უნივერსიტეტის სპორტის კომუნიკაციების დირექტორმა) და მისმა კოლეგებმა მანქანური სწავლება გამოიყენეს, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული 7 000-ზე მეტი პოსტის შესასწავლად. მათ აღმოაჩინეს, რომ მოგების შემთხვევაში უფრო მეტი ადამიანი იყენებდა კრებსით სახელს „ჩვენ“ და „ჩვენი“. წაგებისას კი — „ისინი“ და „მათი“ მიმართება დომინირებდა.

სპორტის სოციალური კუთვნილება მნიშვნელოვანია

სპორტის გულშემატკივართა ქცევის შესწავლა ფსიქოლოგებს იმის გაანალიზებაში დაეხმარა, როგორ რეაგირებენ ადამიანები პოლიტიკურ არჩევნებზე, ბრენდებსა და სხვა სახის კუთვნილებაზე. „გულწრფელად, არ ვფიქრობ, რომ სპორტი ამ ყველაფრისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, თამაშზე ისევე ვრეაგირებთ, როგორც სამყაროში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენაზე“, — აღნიშნავს ჯენსენი.

აქვე ასკვნიან, რომ სპორტი სოციალური კუთვნილების კიდევ ერთი სახეობაა — ისევე, როგორც მუსიკა, პოლიტიკა და მეცნიერება.

MAN Truck & Bus-მა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი ევრო გამოყო

ავტომობილის მოვლა ცივ სეზონზე – რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.