ენერგეტიკული სასმელისა და საკვების მწარმოებელი ბრენდი Gatorade სპორტსმენებს წლების განმავლობაში მათში მიძინებული ბავშვური შემართებისა და მოტივაციის დაბრუნებას ჰპირდება.
ოლიმპიური თამაშებისას დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების ფარგლებში, სარეგლამო სააგენტო WA\Chiat\Day LA-მ კომპანია Gatorade-ს შთამაგონებელი ვიდეორგოლი დაუმზადა. სარეკლამო რგოლის მთავარი ინსპირაცია ბავშვობაში მათში არსებული წრფელი სიყვარულია, რომელიც დაუღალაავ შრომაში და მუდმივ სავარჯიშო მზადყოფნაში გამოიხატება.
ვიდეორგოლი, სახელად “For the Love of Sport”, “Win From Within” პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა. მისი მთავარი გმირი, ცნობილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი და მისი პატარა ორეული არიან. უილიამსის გარდა, რეკლამაში კიდევ სამი ცნობილი სპორტსმენი: იუსეინ ბოლტი, პოლ ჯორჯი და ეიპრილ როსი თავიანთ პატარაობასთან ერთად იღებენ მონაწილეობას.
https://www.youtube.com/watch?time_continue=20&v=EP7izIhmV5c
ამ ახალი კამპანიის ფარგლებში, Gatorade თავის შეფუთვაზე ვილიამსის, ბოლტის, ჯორჯისა და როსის გარდა, ლიონელ მესის გამოსახვასაც გეგმავს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Gatorade-ი თავის რეკლამაში ცნობილ ჩოგბურთელს და მის ბავშვობას იღებს. 2015 წელს გადაღებულ სარეკლამო რგოლში პატარა სერენა თავის მომავალს უყურებს.
Gatorade-მა საქველმოქმედო აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლის მიერ ინტერნეტის საშუალებით არჩეულ ოთხ ახალგაზრდა სპორტულ ორგანიზაციას $50,000 გადაერიცხება.