in

სეტანტა სპორტს მედიას სტრატეგიული პარტნიორი – სპორტს მედია ჰოლდინგი, SBC – სთან ერთად საერთაშორისო დიჯიტალ სამიტს გამართავს

სეტანტა სპორტს მედიას სტრატეგიული პარტნიორი – სპორტს მედია ჰოლდინგი საერთაშორისო დიჯიტალ გეიმინგ კონფერენციას გამართავს.

30 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სეტანტა სპორტს მედიას პარტნიორი კომპანია სპორტს მედია ჰოლდინგი და ბრიტანული კომპანია SBC (Sports Betting Community), 4-5 ნოემბერს, საერთაშორისო დიჯიტალ კონფერენციას გამართავენ გეიმინგის და სპორტული მედიის მიმართულებით.

სპორტს მედია ჰოლდინგი საქართველოში დაარსებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ფლობს ექსკლუზიურ პარტნიორობას წამყვან მედია ბრენდებთან, SBC – Sports Betting Community კი ბრიტანული კომპანია გახლავთ, რომელიც გლობალური ლიდერია ონლაინ გეიმინგის და სპორტული მედიის მიმართულებით. ეს უკანასკნელი უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა სახის წამყვან ღონისძიებებს ატარებს და ასევე, აჯილდოვებს ბიზნესებს, ინდუსტრიის ეგიდით ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი.

4-5 ნოემბერს გამართული ონლაინ სამიტი, გააერთიანებს გეიმინგის და სპორტული მედიის წარმომადგენლებს 20-მდე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

დამატებით ინფორმაცია ექსკლუზიურად სეტანტას ვებგვერდის საშუალებით გახდება ცნობილი.

 

[R]

რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება?

„ჰეშკილის ქოხები“ სვანეთში, ანუ ჰაშამ ადგილ დეც ლაფარ ჩუქვაან!