in

ისტორია დაიწერა! 14 სპორტული ლიგის ვარსკვლავებმა სამედიცინო პერსონალს კამპანია მიუძღვნეს

სპორტული სამყარო პანდემიის ნამდვილი გმირების პატივსაცემად გაერთიანდა – მსოფლიოს საუკეთესო ათლეტები კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ვარსკვლავები 14 პროფესიონალური და ელექტრონული სპორტის ლიგიდან, მათ შორის: NBA, NFL, NHL, MLB, NASCAR, NWSL, WWE, WNBA – ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ვირუსთან ბრძოლაში. კამპანიის “The Real Heroes” ფარგლებში შექმნილ ვიდეოში, ათლეტები: ჯონ სინა, უეინ გრეცკი, კოკო გაუფი, ფრიუ ბრისი, ნაომი ოსაკა და სხვები საკუთარ სპორტულ სამოსზე, თავიანთი სახელის ნაცვლად, სამედიცინო მუშაკების სახელებს აწერენ და მათ თანამედროვე გმირებს უძღვნიან. კამპანია მედდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეიქმნა. კამპანიაზე სააგენტომ 72andSunny იმუშავა.

“And Here I Am, Breathing! Walking! Shouting!” – შოთიკო აფციაური #თაობა

Tinder ვიდეოზარის ფუნქციას ამატებს