in

რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო კლუბები მოსწავლის განვითარებისთვის?

წლების წინ, თბილისში, მათემატიკის ერთ-ერთი წამყვანი რეპეტიტორ-მასწავლებელი, რომელთან მოხვედრაზეც აბიტურიენტების ძალიან დიდი კონკურსი იყო, გასაუბრებაზე მისულ მოსწავლეებს აუცილებლად ეკითხებოდა, იყო თუ არა სპორტის რომელიმე სახეობით დაკავებული. თუ პასუხი დადებითი იყო, მასთან მოხვედრის შანსები ერთი ორად იზრდებოდა. ამ დამოკიდებულებას 30 წლიანი გამოცდილების პედაგოგი ასე ხსნიდა – სპორტი მოზარდებს შრომისმოყვარეობას ასწავლის და პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებსო. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა არსებობს, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს იკვლევს ან, ზოგადად, კლასგარეშე აქტივობებისა და ბავშვის განვითარებას შორის არსებულ კავშირს ადგენს.

კვლევები ადასტურებს, რომ ექსტრაკურიკულური აქტივობები მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს (Broh, 2002; Camp, 1990; Lipscomb, 2007). 

კლასგარეშე აქტივობებში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში სპორტი ლიდერობს. ახალგაზრდული სპორტის ეროვნული ალიანსის (აშშ) კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბავშვების 65% სპორტითაა დაკავებული. აშშ-ში ეს მაჩვენებელია 55%-ია, გერმანიაში კი ბევრად მეტი – 70%. ექსპერტები სპორტული კლუბების რამდენიმე უპირატესობას გამოყოფენ:

განვითარების სარგებელი: ბავშვები სწავლობენ წაგებას. ეს მათთვის გაკვეთილია, აჯობონ იმედგაცრუებას და მართონ ემოციები. იაზრებენ, რომ უკეთესი შედეგების მიღებას სჭირდება დრო და პრაქტიკა. 

ემოციური სარგებელი: კვლევების მიხედვით, არსებობს დადებითი კორელაცია სპორტით დაკავებასა და თვითშეფასებას შორის ბავშვებში. გუნდის მხარდაჭერა, მწვრთნელის შექება ან უკეთესი შედეგების მიღწევა სპორტში ბავშვებს საკუთარი თავის რწმენას მატებს. სპორტული კლუბები ბავშვებს თავიანთ შესაძლებლობებში თვითგამორკვევის პროცესს უადვილებს.

სოციალური სარგებელი: სტრუქტურიზებული აქტივობები, როგორიცაა ორგანიზებული სპორტი ბავშვებში სოციალიზაციას უწყობს ხელს. სპორტული კლუბების საშუალებით, მოსწავლეები ლიდერობას, გუნდურობას, პრობლემის გადაჭრას, პასუხისმგებლობას, თვითდისციპლინასა და ინიციატივის გამოჩენას სწავლობენ. ისინი სწავლობენ თანამშრომლობას, სხვა მოთამაშეების აზრის გათვალისწინებას და ეჩვევიან დისციპლინას, რადგან ემორჩილებიან სპორტული თამაშების წესებს და მწვრთნელის მითითებებს. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი აღარ იქნება, რომ მსოფლიო სტანდარტი გვკარნახობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ სასკოლო კლუბებს. ეს მშობლებს, ძალიან კარგ  შესაძლებლობას აძლევს – უკეთ მართონ შვილების ნიჭი და თავისუფალი დრო. მეორე მხრივ კი, ეს უბიძგებს სკოლებს, საკუთარ სივრცეებში მრავალფეროვანი კლუბების არსებობა უზრუნველყონ.  

სასკოლო კლუბების მნიშვნელობა კარგად ესმით საქართველოში. მაგალითად, ბრიტანული ცენტრის წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სკოლის კლუბების მრავალფეროვნებას. სკოლაში ფუნქციონირებს ცურვის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ტანვარჯიშის კლუბები. ჭადრაკი კი, როგორც უმნიშვენლოვანესი სახეობა, სასკოლო საგნადაა დამატებული. სპორტული კლუბები წმ.ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ყოველდღიური სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და საგაკვეთილო პროცესშია ინტეგრირებული, რითაც მოსწავლეებს განტვირთვისა და განვითარების საშუალებას აძლევს. სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი ორი აუზი, სტადიონები და სავარჯიშო დარბაზი, სადაც ბავშვები კლუბის ფარგლებში ასპარეზობენ. მოსწავლეთა წასახალისებლად, სკოლაში ადგილობრივი ტურნირებიც ეწყობა.

წმინდა ნიკოლოზის სკოლის მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მიმართულებაა ხელოვნების კლუბები: არტ-თერაპია, ფერწერა, თეატრალური ხელოვნება, ქართული ცეკვა, მუსიკა. ასევე, სკოლაში ფუნქციონირებს უცხო ენების კლუბები: ქართული, ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური და ფრანგული ენების კლუბები.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში მოზარდებს სრულყოფილი შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ სასურველი კლუბი და დაკავდნენ იმ აქტივობებით, რაც აინტერესებთ. 

და ბოლოს, 2020 წლის კვლევის მიხედვით, პანდემიის პირობებში, სასკოლო კლუბებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მოსწავლეებს შორის სოციალური კავშირების გაძლიერების, სტრესის შემცირების და, საბოლოო ჯამში, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების კუთხით (Zaccoletti et al., 2020).

 

[R]

ტეტრისის თამაში ონლაინ რეჟიმში რამდენიმე ადამიანს უკვე ერთდოულად შეუძლია!

AT&T სატელეკომუნიკაციო გიგანტი Discovery-სთან $150 მილიარდიან გაერთიანებას გეგმავს