20 ივნისს, იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯანო ბაგრატიონის სახელობის აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში პირველი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი გაიმართება. ერთდღიანი ღონისძიება ემსახურება საქართველოში სპორტული განათლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და გლობალური ტრენდების გაცნობას.
ფორუმი გაიმართება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში”. ის თავს მოუყრის სპორტული ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს, რომლებიც იმსჯელებენ ახალ ტენდენციებზე, სტრატეგიულ გეგმარებაზე, სპორტის ფსიქოლოგიასა და სპორტული მარკეტინგის ევოლუციაზე. იოჰან კრუიფის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი მონაწილეებით იქნება წარმოდგენილი — ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მისი აკადემიური ნაწილის წარმომადგენლები, ასევე, ინდუსტრიის პროფესიონალები.
ღონისძიება გააერთიანებს წამყვან პროფესიონალებს საერთაშორისო სპორტული ინდუსტრიიდან, რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და ხედვებს სფეროში არსებული მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებისთვის, პირადად მოისმინონ გამომსვლელებისგან, თუ რა გზა გაირეს წარმატების მისაღწევად და როგორ დაიკავეს წამყვანი პოზიციები სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში.
სპორტული განათლების ფორუმი 2025-ს სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის, ქართველი ფეხბურთის ლეგენდა შოთა არველაძე, გაიზკა მენდიეტა — ყოფილი ესპანელი ფეხბურთელი, ჟორდი პასკუალი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მენეჯმენტის სააგენტოს საფეხბურთო აგენტი, მარ როვირა როდრიგეზი — ყოფილი კალათბურთელი და სპორტული ფსიქოლოგი, დენიელ მარტინი — გამოცდილი და სერტიფიცირებული შოტლანდიელი აუდიტორი, სტრატეგიული ლიდერი, რომელიც ხელმძღვანელობს კომერციულ, ფინანსურ, ადამიანური კაპიტალის, ანალიტიკისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებებს, როსიო რუიზი — სპორტის მარკეტინგის სპეციალისტი, სევილიის უნივერსიტეტის ლექტორი სპორტის მენეჯმენტის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე იქნებიან სხვა საინტერესო სპიკერები.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტის სახელით ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ონლაინპროგრამების დირექტორი ლუკას დორდა და კორპორაციული ურთიერთობების ხელმძღვანელი ედგარ რომერო.
„ჩვენი მისიაა, განათლების საშუალებით მოვამზადოთ მომავალი სპორტული ლიდერები. მსგავს ფორუმებზე ყოფნა გვაძლევს საშუალებას, ხელი შევუწყოთ ისეთი მზარდი სპორტული ეკოსისტემების განვითარებას, როგორიც საქართველოა და დავუკავშირდეთ პროფესიონალებს, რომლებიც ინოვაციური, ეთიკური და მდგრადი სპორტული მენეჯმენტის ერთგულნი არიან“, – ამბობს ედგარ რომერო, იოჰან კრუიფის ინსტიტუტის კორპორაციული ურთიერთობების ხელმძღვანელი.
იოჰან კრუიფის ინსტიტუტი არის მსოფლიოში აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს სპორტსმენებს, სპორტისა და ბიზნესის პროფესიონალებს სპორტის მენეჯმენტის ლიდერებად, დაარსებულია ლეგენდარული ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის მიერ. კრუიფის ინსტიტუტი აკადემიურ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებასთან აერთიანებს სპორტის ინდუსტრიაში.
ჯეიბიესი (ჯანო ბაგრატიონის სახელობის სპორტული აკადემია) წარმოადგენს ინსტიტუტს, რომლის მიზანია, საქართველოში ახალგაზრდა თაობას მისცეს საშუალება, მიიღოს როგორც სპორტული, ისე აკადემიური განათლება. 2025 წლიდან ჯეიბიეს აკადემია და იოჰან კრუიფის ინსტიტუტი დაპარტნიორდნენ. 2025 წლის შემოდგომიდან ჯეიბიესი შესთავაზებს სპორტული მენეჯმენტის სხვადასხვა სახის 8-12-კვირიან კურსებს, ხოლო 2026 წლიდან სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურას. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში იოჰან კრუიფის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ.
ფორუმის პარტნიორები არიან: კოკა-კოლა, სილქ ჰოსფითალითი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ხოლო მედიამხარდამჭერია: სეტანტა სპორტი.
ფორუმზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ TKT.GE-ს ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]