in ,

პრემიუმის 300 მილიონი მომხმარებელი – Spotify-მ რეკორდი მოხსნა

Spotify-ის ბოლო ფინანსურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ პლატფორმის ფასიან მომხმარებელთა რაოდენობამ 300 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი და ასეთ შედეგამდე ჯერ არცერთ აუდიო სტრიმინგს არ მიუღწევია.

BOG
BOG

ამჟამად, ბაზარზე Spotify დამაჯერებლად ლიდერობს. შედარებისთვის, Apple Music-ს დაახლოებით 100 მილიონი ფასიანი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო YouTube Music-სა და YouTube Premium-ს ერთად – 125 მილიონამდე. ისიც უნდა ითქვას, რომ სტრიმინგ კომპანიები ფასიანი გამომწერების ზუსტ ციფრებს იშვიათად ასაჯაროებენ, რის გამოც Spotify-ს ეს მონაცემები ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

რატომ გადადიან მომხმარებლები ფასიან პაკეტზე

პრემიუმ პაკეტი, რომელიც თვეში 12.99 დოლარი ღირს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუსიკას რეკლამების გარეშე, მაღალი ხარისხითა და ოფლაინ რეჟიმში უსმინოს. კომპანია მთელი წელია ცდილობს, უფასო მომხმარებლები პრემიუმზე გადაიყვანოს, რისთვისაც უამრავი სიახლე დაამატა – იქნება ეს სირბილის რეჟიმი Running Mode, კონცერტის ბილეთების ყიდვა თუ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც მუსიკალური ისტორიის გაანალიზებაში ეხმარება მსმენელს.

შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა. Spotify-ს ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 777 მილიონამდე გაიზარდა, რაც შარშანდელზე 12%-ით მეტია. ამასთან, კომპანიის შემოსავალმა 14%-ით იმატა და 4.8 მილიარდ ევროს მიაღწია.

ტექნოლოგია და სამომავლო გეგმები

კომპანიის თანაღმასრულებელ დირექტორს, გუსტავ სოდერშტრომს მიაჩნია, რომ ეს შედეგი გაუმჯობესებული ინჟინერიისა და ახალი პროდუქტების სწრაფად დანერგვის დამსახურებაა. მისი თქმით, ტექნოლოგიების პოტენციალი ჯერ კიდევ ათვისების საწყის ეტაპზეა და მთავარი ამოცანაა, ეს შესაძლებლობები ადამიანებისთვის საყვარელ პროდუქტად იქცეს.

წყარო: Mashable

საქართველოს ბანკის „მცირე ბიზნესის ჯაჭვში“ უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო

ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა