in ,

ძაღლები მუსიკალური გემოვნებით – Spotify-ის ორიგინალური კამპანია თავშესაფრის ცხოველებისთვის 

მას შემდეგ, რაც University of Glasgow-მ, საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით, ძაღლების მუსიკალური გემოვნების შესახებ დასკვნები გამოაქვეყნა, Spotify ამ ამბით სერიოზულად მოიხიბლა და საკმაოდ მნიშვნელოვანი კამპანიაც წამოიწყო. აქტივობის ფარგლებში, Spotify-მ მიუნხენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცხოველთა თავშესაფართან თანამშრომლობით სპეციალური საიტი და პროგრამა Adoptify შექმნა. ამ უკანასკნელის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივი, შედეგი კი ძალიან მნიშვნელოვანია. Adoptify-ის დახმარებით, მომხმარებელს საკუთარი მუსიკალური გემოვნების შესაფერისი ძაღლის პოვნა შეუძლია. მართლაც, ძალიან საინტერესოა სახლში იმავე მუსიკის მოყვარული შინაური ცხოველის ყოლა.

 

#შეცდომები, რომლებზეც DARAIA სწავლობს

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ახდენილი „ამერიკული ოცნება“