Spotify მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით გამუდმებით გვთავაზობს განახლებებს. ამ ეტაპზე კომპანია ტექსტის სიმღერასთან სინქრონულ გამოჩენას ტესტავს.
კომპანიამ დაადასტურა, რომ ახალი ფუნქცია უკვე იტესტება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის მხოლოდ ზოგიერთი მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი, რათა დაადგინონ რამდენად მოთხოვნადია ის საზოგადოებაში. ვიდრე მას მთელი მსოფლიო მიიღებს, “სფოთიფაის” სურს, საკმაო რაოდენობის ტესტი ჩაატაროს და შედეგად, იდეალური სახე მისცეს მას.
როგორც იცით, ამ კუთხით Spotify-ის მთავარ კონკურენტს Apple Music წარმოადგენს – მას უკვე აქვს ასეთი ფუნქცია, რომელსაც iOS 13 და შემდგომი განახლებები მოიცავს.