მართალია, დღეს Spotify-ს უმეტესობა მუსიკალურ პლატფორმად და პოდკასტების მხარდამჭერად იცნობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სარეკლამო შესაძლებლობების შესახებ. აუდიო პლატფორმა ჰორიზონტს აფართოებს და მიზნად ისახავს, ბრენდებს აცნობოს, რა არის შესაძლებელი მის უზარმაზარ აუდიტორიასთან საუბრით.
ბრიფი
Spotify Advertising არის B2B ბრენდი Spotify-ში, რომელიც არსებულ რეკლამის განმთავსებლებს ემსახურება და ციფრულ სარეკლამო მედია პროდუქტს ყიდის იმ ბიზნესებზე, რომელთაც პლატფორმაზე მსგავსი ინვესტიცია ჯერ არ განუხორციელებიათ. მთლიანად ციფრულმა აუდიო რეკლამის სექტორმა კი 2021 წელს 3.17 მილიარდი დოლარი მოიპოვა, მაგრამ მას ჯერ კიდევ აქვს გაზრდის შანსი.
თუმცა საკომუნიკაციო გამოწვევა ბრენდებისა და მედიის მყიდველების ისე ინფორმირება იყო, რომ Spotify Advertising ბრენდსა და შეთავაზებას მედია ინოვატორის მსგავსად წარმოადგენდა. ამას კი კომპანიის ბუნება სამომხმარებლოდან B2B-ს სტაბილურ რეალობაში გადაჰყავს.
იდეა
იმის გათვალისწინებით, რომ სფოთიფაის დასაწყისი მუსიკა იყო, საკმაოდ გონივრული იქნებოდა ამ მედიუმის გამოყენება რეკლამის განმთავსებლებისთვის არსებული ვარიანტების საილუსტრაციოდ. გუნდმა A Song For Every CMO შექმნა — ორიგინალი სიმღერების კოლექცია, რომელიც დიდი ბრენდების ხელმძღვანელების პატივსაცემად შეიქმნა, აქ შეხვდებით Kimberly-Clark-ს, Indeed-ს, Intuit-ს, CVS-სა და General Mills. მეტიც, ეს წამოწყება ნომინირებული იყო საუკეთესო ციფრული კამპანიისა და კონტენტის ყველაზე ინოვაციური/კრეატიული გამოყენებისთვის. შედეგად, The Drum Awards-ზე კამპანიისთვის All Ears On You 2022 წლის B2B ბრენდის ჯილდოც კი მოიპოვეს.
ხოლო შემდგომ კამპანია გაფართოვდა და Spotify-ის მომხმარებელთა დინამიკური და მრავალფეროვანი ჯგუფი მოიცვა, რომელთათვისაც მუსიკის მოსმენა ძირითადი საქმიანობაა. ემბერ გრეის ჯონსონის რეჟისორობით შექმნილ ფილმში კი ხმაურიანი ქალაქის ფონზე სფოთიფაის აუდიტორიის მრავალფეროვნებაა ასახული — ისინი Spotify-ის დახმარებით საპნის ბუშტში ექცევიან, ქალაქის ხმაურისგან იზოლირებასა და კარგი მუსიკის მოსმენასაც ახერხებენ.
კამპანიამ მყისიერად დააგროვა 1.5 მილიარდი გამოხმაურება, რაც მოიცავდა მაღალი ღირებულების მქონე 10 000 სამიზნე ობიექტსა და 185 000 ახალ მომხმარებელს Spotify-ს სარეკლამო პლატფორმაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კამპანია მისწვდა თავის სამიზნე აუდიტორიას, რომელშიც შემდეგი ფრაზები გაჟღერდა: „მადლობა, Spotify… თქვენ აშკარად იცით, როგორ მოახდინოთ რევოლუცია მარკეტინგში“, „ყველაზე პერსონალური ბრენდის გამოცდილება, რაც კი ოდესმე მქონია“.