in

თქვენკენ მოპყრობილი ყურები! – Spotify-მ ამ კამპანიით რეკლამის დამკვეთებს მოუხმო

როდესაც ყურსასმენებს იკეთებ და სრულიად სწყდები ამ განზომილებას, თითქოს იმ აუდიოსამყაროში გადადიხარ, რასაც უსმენ. გარშემო უამრავი რამ ხდება, შენთვის კი დრო სხვანაირად იწყებს დინებას და ფიქრებიც სულ სხვა ნაკადში ერთვება. ბავშვური ცნობისმოყვარეობით, ხმოვან კომფორტში გახვეული აკვირდები შენ გარშემო ქაოტურად მიმდინარე მოვლენებს. All Ears On You – ამ კამპანიის Spotify-მ მუსიკისა და სასურველი აუდიოს მოსმენის ინტიმურობა გვიჩვენა. ამ გზავნილით, აუდიოპლატფორმამ რეკლამის განთავსების მსურველებს მოუხმო და სასურველ აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა დაანახა. კამპანიაზე FCB NY-მ იმუშავა.

Google-მა განახლებული საძიებო სისტემა და Google Lens წარადგინა!

„მინდა მსგავსი სიხარული ქართველმა ხალხმაც ნახოს„ – ვაჟა თარხნიშვილი