in

Spotify-ზე პირველი აუდიო წიგნები გამოჩნდა

კლასიკურ ნაწარმოებებს ცნობილი ადამიანები კითხულობენ

veon
veon

Spotify ის კომპანიაა, რომელიც ინოვაციურ ექსპერიმენტებს არ უშინდება და პირიქით, ყოველთვის მზადაა, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენოს. ადამიანები, რომლებიც მის მიღმა დგანან, გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ გამოცდილება მუსიკის თვალსაზრისით. ახლა კი, როგორც ჩანს, ისინი აუდიო წიგნების მიმართულებამაც დააინტერესა

კომპანიამ აუდიო წიგნების პირველი კოლექცია სულ ახლახან გამოსცა, სადაც კლასიკურ წიგნებს ისეთი ცნობილი ადამიანები კითხულობენ, როგორიცაა ფორესტ უიტაკერი, ჰილარი სვანკი და დევიდ დობრიკი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Spotify კონტენტის გასაზრდელად, ცნობილ ადამიანებთან თანამშრომლობს.

გარდა ამისა, Spotify-მ დაიწყო ახალი სერია, “Sitting with the Classics on Spotify”, რომელიც მსმენელებს საშუალებას აძლევს, ჰარვარდის პროფესორ, გლენდა კარპიოსთან ერთად განიხილონ და გაეცნონ კლასიკური ლიტერატურის ანალიზს.

ახალი ფუნქცია გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ მისი პოპულარიზაციას მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში შეუდგებიან.

ცოტა რამ LUA-ს ახალი მინიალბომის “Paper Crown” შესახებ

Facebook მომხმარებლების ტელეფონის ნომრები Telegram bot-ის მეშვეობით იყიდება