in

Spotify უდიოწიგნების მიმართულებას ავითარებს

იგი კომპანია Findaway-ის შეისყიდის

veon
veon

იმისათვის, რომ საკუთარ პლატფორმაზე მეტი აუდიოწიგნი განათავსოს, Spotify-მ ამერიკული აუდიოტექნოლოგიური კომპანია Findaway-ის შესყიდვა გადაწყვიტა. ეს უკანასკნელი თანამშრომლობს აუდიოწიგნების გამომცემლებთან, როგორიცაა Amazon Audible, Apple iBooks, Google და Storytel. იგი მომხმარებლებს აუდიოწიგნების გლობალურ კატალოგს სთავაზობს და თანაც, ავტორებს დამოუკიდებლად გამოქვეყნებაში ეხმარება.

“ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი… გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს შეეძლოთ, პლატფორმაზე შეიძინონ და მოუსმინონ ნებისმიერ აუდიოწიგნს” — ამბობს სფოთიფაის კვლევისა და განვითარების მთავარი დირექტორი, გუსტავ სედერსტრომი.

საგულისხმოა, რომ 2018 წელს კომპანია პოდკასტების ინდუსტრიაში ჩაერთო და დროთა განმავლობაში, მრავალი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად გააფართოვა. ახლა კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში სფოთიფაი პოდკასტების უმსხვილეს პროვაიდერს, Apple-ს გადაასწრებს. Spotify-მ, რომელიც უკვე თანამშრომლობს შვედურ აუდიოწიგნების სტრიმინგ ჯგუფ Storytel-თან, რათა მის აბონენტებს აუდიოწიგნების მოსმენის საშუალება მისცეს, ასევე გახსნა ღია კოდის გამომცემლების პლატფორმა მისი კონტენტის სტრიმინგისთვის.

“გამოკითხვის შედეგად ვიცით, რომ ბევრი მომხმარებელი, ვინც დანაშაულების შესახებ პოდკასტებს უსმენდა, ამ თემასთან დაკავშირებულ აუდიოწიგნებსაც ყიდულობდა. ეს დიდი პოტენციალია გამომცემლებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ მომხმარებელთა ის ბაზა გვაქვს, რომელიც კარგი სამიზნეა აუდიოწიგნებისთვის” — აღნიშნავს სედერსტრომი.

ბოლო კვარტალში Spotify-ის აქტიური მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 19 პროცენტით გაიზარდა და 381 მილიონს მიაღწია.

ინფლაცია და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები!

ჩაიცვი ჭრელაჭრულა სამოსი, ჩაჯექი ახალ ŠKODA FABIA-ში და წინ!