კატალონიური რადიოსადგურ RAC1-ის ცნობით, ესპანური საფეხბურთო გიგანტი “ბარსელონა”, სპონსორობასთან დაკავშირებით, Spotify-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც ცნობილია, გარიგება 3-წლიანია და 280 მილიონ ევროს მოიცავს — დაახლოებით, 93 მილიონ ევროს სეზონზე.
ამ თანამშრომლობის შედეგად, შვედური კომპანია Spotify შეცვლის იაპონურ ელექტრონული კომერციის კომპანია Rakuten-ს, როგორც ბარსელონას მამაკაცთა და ქალთა გუნდების მთავარი სპონსორი 2022/23 სეზონისთვის. ასევე, შესაძლოა, სფოთიფაი კლუბის სავარჯიშო ნაკრების პარტნიორიც გახდეს, რაც “ბეკოს” ჩანაცვლებას გულისხმობს.
RAC1 დასძენს, რომ Spotify იქნება პირველი ბრენდი, რომელიც კამპ ნოუს სტადიონზე დასახელების უფლებებს მიიღებს. სტადიონი მიმდინარე წელს 1.5 მილიარდი ევროს დანახარჯით გარემონტდება.
ცხადია, საფეხბურთო კლუბი ახალ მომგებიან სპონსორს ეძებდა, რათა საკმაოდ დიდი ოდენობის ვალის ანაზღაურებაში დახმარებოდა — ვალის, რომელიც გასული წლის აგვისტოს 1.35 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. გარდა ვალის ანაზღაურებისა ასპექტისა, კლუბის გადაწყვეტილებას ისიც ემატება, რომ მას სურს სპონსორი, რომელსაც მისი სხვადასხვა მედიაზე რეკლამირება შეუძლია. Spotify კი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
ამავდროულად, რამდენიმე თვის წინ Spotify-ს აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ეკი არსენალის სპონსორობასთან დაკავშირებით საუბრობდა… თუმცა კლუბის ამჟამინდელმა სპონსორმა Kroenke Sports and Entertainment (KSE) განაცხადა, რომ იგი 100%-ით ერთგულია ამ კლუბის.
შეგახსენებთ, რომ Rakuten ბარსელონას სპონსორი 2016 წლიდან იყო. მათი ხელშეკრულება კი 2022 წლის ივნისში სრულდება. როგორც ვხედავთ, ბარსელონა არც კი ფიქრობს ამ კონტრაქტის გაგრძელებაზე.