ზოგიერთი ჩვენგანისთვის პარტნიორთან მუსიკალური გემოვნების თავსებადობა ურთიერთობის წარმატების საკვანძო მაჩვენებელია; ზოგისთვის კი ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველაფერი „შენსა“ და „ჩემს“ ფლეილისტად იყოფა.
ამ ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა, სასწორის რომელ მხარეს იმყოფებით — Spotify-ის სურს, ვალენტინობის დღესასწაულისთვის გააანალიზოს, რამდენად ჰგვანან წყვილები მუსიკალურად. მართალია, სპეციალური Blend ფუნქცია მხოლოდ ახლა არ ამოქმედებულა, მაგრამ ეს იდეალური დროა პარტნიორებისთვის, გაარკვიონ, მუსიკის კუთხით რამდენად თავსებადნი არიან.
ხოლო მათ, ვისაც წინასწარ მომზადებული ფლეილისტით სურთ ამ „თავსებადობის“ გადამოწმება, შეუძლიათ, მაიკლ ბუბლეს მიქსი გამოიყენონ, სახელწოდებით Love Ballads.
აქვე გეტყვით, რომ წინა წლების მიხედვით, ვალენტინობის პერიოდში მსმენელები უპირატესობას ანიჭებენ სიმღერებს, როგორებიცაა: Love Story, Let’s Stay Together, Make You Feel My Love და Your Body Is A Wonderland.